ორგანი (სამხედრო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორგანი.
Варианты скорострельных орудий рисунок Леонардо да Винчи.jpg

ორგანი, მრავალლულიანი ქვემეხი, რომელსაც იყენებდნენ სხვადასხა არმიაში XVI საუკუნისა და XVII საუკუნის დასაწყისში. სახელწოდება ორგანი წარმოიშვა სასულე მუსიკალური ინსტრუმენტ ორგანთან ორგანის გარეგნული მსგავსების გამო. ორგანს განსაკუთრებულ ლილვზე ან ჩარჩოებზე რამდენიმე რიგად დამაგრებული 6-იდან 24-მდე და მეტი ლულა ჰქონდა (თოფები, პატარა მორტირები, მცირე კალიბრის ქვემეხები). ლულის ფალიები ყოველ რიგში საერთო ღარით ერთდებოდა, რაც შესაძლებელს ხდიდა ერთდროულ გასროლას. მას შემდეგ, რაც ფინთიხი გამოიგონეს ორგანი ხმარებიდან გამოვიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 561, თბ., 1984