ტარსაიჭ ორბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ორბელი, ტარსაიჭ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელი.

ტარსაიჭ ლიპარიტის ძე ორბელი, (გ. 1290-იან წლებში) — XIII საუკუნის II ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე, სუმბატ ორბელის ძმა და მემკვიდრე.

დემეტრე II-მ ათაბაგობა უბოძა და აღსაზრდელად მიაბარა უფლისწულები დავითი და მანოელი. ურდოში დემეტრე მეფის დაღუპვის შემდეგ ორბელს ათაბაგობა წაართვა ხუტლუბუღა სადუნის ძემ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., ეპიზოდი ფეოდალურ საგვარეულოთა სამამულო ბრძოლიდან XIII საუკუნის საქართველოში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 555, თბ., 1984