ოპტიმისტური მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპტიმისტური მღვიმე
Оптимістична печера
ოპტიმისტური მღვიმის შესასვლელი
ოპტიმისტური მღვიმის შესასვლელი
კოორდინატები: 48°44′33″ ჩ. გ. 25°59′37″ ა. გ. / 48.74250° ჩ. გ. 25.99361° ა. გ. / 48.74250; 25.99361
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეული ტერნოპოლის ოლქი
სიგრძე 232 000 მ
სიღრმე 20 მ
აღმოჩენის წელი 1966
შესასვლელთა რაოდენობა 1
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები თაბაშირი
ოპტიმისტური მღვიმე — უკრაინა
ოპტიმისტური მღვიმე

ოპტიმისტური მღვიმე (უკრ. Оптимістична печера) — კარსტული მღვიმე უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში. უდიდესი თაბაშირიანი მღვიმე მსოფლიოში. მდებარეობს პოდოლსკის მაღლობის დასავლეთ ნაწილში. ჯამური კარტოგრაფირებული სიგრძე უდრის დაახლოებით 230,5 კმ-ს. ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. აღმოაჩინეს 1966 წელს. თიხით ძლიერ არის წარეცხილი. გვხვდება სტალაქტიტები, ჰელიქტიტები და სხვა.

დნეპრისპირა პოდოლიე, რომელიც მდიდარია მღვიმეებით, თავიდანვე იპყრობდა მკვლევართა ყურადღებას. 1965 წელს ახლადშექმნილი კლუბის — „ციკლოპის“ ლვოველი სპელეოლოგები ტერნოპოლის ოლქის ბორშევსკის რაიონის სოფელ კოროლევკის სიახლოვეს ატარებდნენ ვეტროვაიას მღვიმის ტოპოაგეგმვას, სადაც ადგილობრივმა ბიჭებმა უჩვენეს სიახლოვეს მდებარე ნაკადული, რომელიც მიწის ქვეშ იკარგებოდა.

იმ მომენტში გათხრა არ მოხერხდა, თუმცა 1 წლის შემდეგ, კერძოდ, 1966 წლის 8 მაისს ალექსეი სოლიარმა და მირონ სავჩინმა შეაღწიეს თიხის სიფონში, რომელმაც გადაუღობა მათ გზა გასულ წელს და გამოიკვლიეს მღვიმის 400 მეტრიანი მონაკვეთი. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ მღვიმის სიგრძე არა ნაკლებ 3 კილომეტრია; შემდგომში ჩატარებული კვლევების შედეგად, გამოირკვა, რომ მღვიმე უგრძესია საბჭოთა კავშირში.

მღვიმეს უწოდეს „ოპტიმისტური“, რამეთუ სკეპტიკურად განწყობილმა კოლეგებმა ლვოველებს „ოპტიმისტები“ შეარქვეს. იმ დროიდან მოყოლებული ჩატარდა 200-ზე მეტი ექსპედიცია; მღვიმის კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბულგარეთის, პოლონეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების სპელეოლოგებიც.

კვლევების პროგრესის შესაბამისად, შეიქმნა აუცილებლობა შექმნილიყო ახალი მიწისქვეშა საბაზო ბანაკები. 2008 წლის მდგომარეობით მათი რაოდენობა 15 აღწევდა. „ოაზისი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მოშორებული მიწისქვეშა ბანაკი, განლაგებულია მღვიმის პერიმეტრზე, ამასთანავე, ყველაზე მოხერხებულიცაა: თვით ბანაკში არის სუფთა წყლის რეზერვუარი, ქვაბი მისი ამოტუმბისთვის, დაახლოებით 700 ლიტრი წყლის მარაგი, 50 კაცზე განკუთვნილი საწოლი ადგილები და ახალი სამზარეულო ჭურჭლეულობა. ოპტიმისტური მღვიმე ბუნების ძეგლია. განვითარებულია ტურიზმი. მღვიმეში მოქმედებს უკრაინის პირველი მიწისქვეშა არტ-მუზეუმი — თიხის სკულპტურების მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]