ოპერაცია ბერნჰარდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერაცია ბერნჰარდი (გერმ.: Operation Bernhard) ეწოდება მესამე რაიხის პერიოდში გერმანელეთა მიერ ჩატარებულ ფულის გამიზნულად გაყალბების ოპერაციას. მას აწარმოებდა რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს უშიშროების სამსახური (სდ). ოპერაციას სახელი ეწოდა მისი ხელმძღვანელის ბერნჰარდ კრიუგერის მიხედვით, რომელიც რსჰა-ს VI სამმართველოს (სდ-უცხოეთი) განყოფილება „ფ“-ის (ტექნიკური უზრუნველყოფა) უფროსი იყო.

საკონცენტრაციო ბანაკ „ზაკსენჰაუზენში“ მტრის ეკონომიკის დესტაბილიზაციის მიზნით 144 ებრაელი პატიმარი „სდ“-ს ზედამხედველობით აყალბებდა უცხოურ ვალუტას. განსაკუთრებით ინგლისურ გირვანქა სტერლინგს.

1942-1945 წლებში სავარაუდოდ 100 მილიონამდე ყალბი ბანკნოტი იქნა მოჭრილი და მიმოქცევაში იქნა გაშვებული, რომელთა ღირებულებამ მილიარდს გადააჭარბა. ოპერაციის მიზანი იყო ინგლისის ეკონომიკის ყალბი ფულით დატბორვა, თუმცა შემდგომში ეს გეგმა უარყოფილ იქნა. ამის სანაცვლოდ „სს“ ყალბი ფულით თავის ოპერაციებს აფინანსებდა.

ომის მიწურულს საბეჭდი მანქანები და დარჩენილი ბანკნოტები ავსტრიაში ტოპლიცის ტბაში იქნენ ჩაძირულნი. ყალბი ფული იმდენად მაღალ ხარისხის ნაწარმს წარმოადგენდა, რომ ორიგინალისაგ თითქმის არ გაირჩეოდა. ომის დასრულების შემდეგ ინგლისის ბანკმა ყველა 50 გირვანქიანი ბანკნოტი გამოცვალა.