ოპალინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპალინა (Opallina), პარაზიტული უმარტივესების გვარი შოლტოსნების კლასისა. აქვთ 1მმ-მდე სიგრძის მრავალრიცხოვანი მოკლე წამწამით დაფარული ფოთლისებრი სხეული. ენდოპლაზმა შეიცავს მრავალ ათეულ ბირთვს. იკვებებიან ოსმოსურად. ბინადრობენ ამფიბიების, იშვიათად თევზების და რეპტილიების ნაწლავებში. ოპალინები მრავლდებიან გაზაფხულზე თავკომბალის ნაწლავში. ამ პერიოდში წარმოქმნილი ცისტები ტოვებენ მასპინძლის ორგანიზმს; მათ ყლაპავს მასპინძლის ქვირითიდან გამოსული თავკომბალები. ცისტებიდან განვითარებული ოპალინა გაყოფით წარმოქმნის გამეტებს, რომელთა დაწყვილების შემდეგ წარმოშობილი ზიგოტა გამოდის თავკომბალას სხეულიდან და იქცევა მრავალბირთვიან ოპალინად. ცნობილია ოპალინის რამდენიმე ათული სახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 539, თბ., 1984