ონორე გაბრიელ მირაბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონორე მირაბო

ონორე გაბრიელ მირაბო რიკეტი (დ.9 მარტი, 1749, ბინიონი, ქ. ნემურის ახლოს — გ. 2 აპრილი, 1791, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკოსი, გრაფი, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე.

მარკიზ დე მონიეს ცოლთან ერთად საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ "პიროვნების შეურაცხყოფისათვის" 1776 დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ 1785 წელს ამნისტიით პარიზში დაბრუნდა. 1789 აირჩიეს გენერალური შტატების დეპუტატად მარსელისა და ექსის მესამე წოდებიდან. იყო ფეოდალური აბსოლუტისტური რეჟიმის მტერი, დაუნდობლად ამხელდა მას, მაგრამ რევოლუციური მასების როლის ზრდასთან ერთად თანდათან კონსერვატორულ პოზიციებზე გადავიდა და მსხვილი ბურჟუაზიის(რომელიც ცდილობდა რევოლუციის განვითარების შეჩერებას)ლიდერი გახდა. მან საიდუმლო კავშირი დაამყარა სამეფო კართან (1790 აპრილი). დიდი გასამრჯელოსა და თავისი უზომო ვალის გადახდის საფასურად მირაბო სამეფო კარის საიდუმლო აგენტი გახდა. რევოლუციის წინაშე მისი ღალატი მხოლოდ მონარქიის დამხობის (1792 წლის 10 აგვისტო) შემდეგ გამომჟღავნდა, ამიტომ დიდი პატივით პანთეონში დაკრძალული მირაბოს ნეშტი სენ-მარსოს გარეუბანში, დამნაშავეთა სასაფლაოზე, გადაიტანეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]