ოლღა რუბცოვა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ოლღა რუბცოვა (რუს. Ольга Рубцова დ. 20 აგვისტო 1909, მოსკოვი - გ. 13 დეკემბერი 1994, მოსკოვი) საბჭოთა, რუსი მოჭადრაკე. მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონი (1956-1958). საერთაშორისო დიდოსტატი (1976), საერთაშორისო ოსტატი მიმოწერით ჭადრაკში ვაჟთა (1973) და ქალთა (1975) შორის. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი (1964), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952). ინჟინერ-ჩამომსხმელი. 1927-1967 წლებში 20-ჯერ ითამაშა სსრ კავშირის ჩემპიონატებში.
- 1931 - I
- 1935 მატჩი ო.სემონოვ-ტიან-შანსკაიასთნ სსრკ-ს ჩემპიონის წოდებისათვის 7-2 (+6=2-1)
- 1936 - III
- 1937 - I
- 1945 - III-IV
- 1948 - III
- 1949 - I
- 1952 - III
- 1954 - III
წარმატებით თამაშობდა მსოფლიოს პირველობებზე:
- 1949/1950 ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონობისათვის - II
- 1952 პრედენდენტთა ტურნირი - IX
- 1955 პრედენდენტთა ტურნირი - I
- 1956 მატჩ-ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონობისათვის - I
- 1958 მატჩ-რევანში მსოფლიოს ჩემპიონობისათვის: ოლღა- რუბცოვა - ელისაბედ ბიკოვა - 5,5-8,5 (+4=3-7)
- 1959 პრედენდენტთა ტურნირი - IX
- 1957 წლის ქალთა I საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული (9,5 ქულა 14-დან პირველ დაფაზე, +6=7-1)
60-ანი წლების ბოლოდან წარმატებით თამაშობს ჭადრაკს მიმოწერით.
- 1968-1972 - მსოფლიოს პირადი ჩემპიონატი - I
- 1972-1977 - მსოფლიოს პირადი ჩემპიონატი - I-II (მეორე ადგილი უარესი კოეფიციენტების გამო)
- 1969-1979 - მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი - I
ჭადრაკში მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1957)
|
|||||