ოლიმპიკ ლიონი (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიონი
ლოგო
სრული სახელი ლიონის ოლიმპიკი
დაარსდა 1899/1950[1]
სტადიონი სტად ჟერლანი
(ტევადობა: 40 500 მაყურებელი [2])
პრეზიდენტი საფრანგეთის დროშა ჟან მიშელ-ოლია
მწვრთნელი საფრანგეთის დროშა რემი გარდი
კაპიტანი საფრანგეთის დროშა მაქსიმ გონალონი
ლიგა ლიგა 1
2012-13 3
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ოლიმპიკ ლიონი, ან ლიონი (ფრანგ. Olympique Lyonnais) — ფრანგული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლიონიდან, დაარსებული 1950 წელს. კლუბი მდებარეობს ლიონის უბან ჟერლანში. 1989 წლის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ში გამოდის.

თავის საშინაო შეხვედრებს ლიონი მართავს სტად ჟერლანზე და ვარჯიშობს ლიონში ტოლა ვოლოჟის ცენტრში. კლუბს შვიდჯერ აქვს მოგებული ლიგა 1, 4-ჯერ არის ქვეყნის თასის მფლობელი და აქვს მოპოვებული 1 საფრანგეთის ლიგის თასი, ლიონი არის საფრანგეთის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი.

კლუბი თავისი ძლიერების პიკში იყო 2002-2008 წლებში, როდესაც კლუბი ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, რაც საფრანგეთის რეკორდია ზედიზედ მოგებული ჩემპიონატისთვის. საერთაშორისო დონეზე ლიონი გამოდის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნეზე, ჩემპიონთა ლიგაზე.

ისტორია[რედაქტირება]

ფრანგული კლუბი ლიონის ოლიმპიკი დაარსდა 1950 წელს ორი კლუბის შეერთებით საფეხბურთო კლუბი ლიონი და ლიონის უნივერსიტეტის გუნდის შეერთებით. საფეხბურთო კლუბი ლიონი დაარსდა 1899 წელს და ლიონის ლიმპიკის ოფიციალური დაარსების თარიღადაც 1899 წელია მიჩნეული. «ლომების» სტადიონი სტად ჟერლანი იტევს 40 500 მაყურებელს. ყველაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე დაფიქსირდა 1980 წლის 9 სექტემბერს, რონის დერბში სენტ ეტიენთან, ოფიციალური მონაცემებით თამაშს 48 552 მაყურებელი დაესწრო. ლიონი XXI საუკუნის დასაწყისის ყველაზე წარმატებული ფრანგული კლუბია. 1960-1970 წლებში ლიონი წარმატებით გამოდიოდა საფრანგეთის თასზე. 1987 წლამდე ლიონი 4 წელი გამოდიოდა ლიგა 2-ში. შემდეგ კლუბის სათავეში მოვიდა ჟან მიშელ-ოლია. მისი წყალობით კლუბმა ფინანსურ წარმატებას მიაღწია და 1989 წლიდან დღემდე ლიგა 1-ში გამოდის.

ამ ორი წლის განმავლობაში კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა რაიმონ დომენეკმა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. პირველი ჩემპიონის ტიტული ლიონმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა 2001-2002 წლის სეზონის უკანასკნელ ტურში, საშინაო შეხვედრაში ლანსის წინააღმდეგ, ეს იყო ლიონის წარმატების დასაწყისი ამის შემდეგ კლუბმა ზედიზედ 6-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. “Deloitte”-ს ცნობით 2009 წლისათვის ლიონის ბიუჯეტი 139,6 მილიონ ევროს შეადგენდა და ამ დროისთვის საფრანგეთის ყველაზე მდიდარი კლუბი იყო.[3]

წარმატებები ჩემპიონთა ლიგაზე[რედაქტირება]

2002 წელს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ლიონი რეგულარულად გადის ჩემპიონთა ლიგაზე. 2004 წლის შემდეგ ლიონი ყოველ წელს ცდება ჯგუფურ ეტაპს, 2009-2010 წლის სეზონში კლუბი გავიდა ნახევარფინალში,სადაც მიუნხენის ბაიერნთან 2 მატჩის ჯამში 4-0 წააგო.

სამწვრთნელო შტაბი[რედაქტირება]

  • მთავარი მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა რემი გარდი
  • მწვრთნელის თანაშემწე: საფრანგეთის დროშა ბრიუნო ჟენეზიო
  • მეკარეების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა ჟოელ ბატი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა რობერტ დიუვერნი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა ალექსანდრ დელალი
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა რედისი აბდელჟელილი
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა სილვენ რუსო
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა პატრიკ პერე
  • პროფესიული გუნდის მენეჯერი: საფრანგეთის დროშა კრისტოფ ტონი

შემადგენლობა[რედაქტირება]

2013 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საფრანგეთის დროშა მეკარე რემი ვერკუტრი
2 საფრანგეთის დროშა მცველი მეჰდი ზეფანი
3 კამერუნის დროშა მცველი ჰენრი ბედიმო
4 ბურკინა-ფასოს დროშა მცველი ბაკარი კონე
5 სერბეთის დროშა მცველი მილან მიშევაჩი
6 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი გეიდა ფოფანა
7 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი კლემან გრენიე
8 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი იოან გურკუფი
10 საფრანგეთის დროშა თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტე
11 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი რაჩიდ გეზალი
12 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი ჟორდან ფერი
13 პორტუგალიის დროშა მცველი მიგელ ლოპესი
14 საფრანგეთის დროშა მცველი მუჰამადუ დაბო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
15 საფრანგეთის დროშა მცველი ნაბი სარი
16 პორტუგალიის დროშა მეკარე ანტონი ლოპეში
17 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი სტიდ ბალბრანკი
20 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი გაიელ დანიკი
21 საფრანგეთის დროშა მეკარე მაქსიმ გონალონი (კაპიტანი)
23 საფრანგეთის დროშა მცველი სამუელ უმტიტი
25 საფრანგეთის დროშა თავდამსხმელი იასილ მბენზია
28 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი არნოლდ მვუემბა
29 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი ფარეს ბალული
30 საფრანგეთის დროშა მეკარე მეთიუ გორგელინი
36 საფრანგეთის დროშა თავდამსხმელი ჰარი ნოვილო
39 გვინეის დროშა თავდამსხმელი მუჰამედ იატარა
40 ბელგიის დროშა მეკარე თეო დეფურნი

ჯილდოები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ოფიციალური