ოკუმარე-დელ-ტუი
|
ქალაქი
ოკუმარე-დელ-ტუი
Ocumare del Tuy
|
ოკუმარე-დელ-ტუი (ესპ. Ocumare del Tuy) — ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, მირანდას შტატის შემადგენლობაში. მდებარეობს ტუის ხეობაში, ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 166 112 კაცს. მისი ტერიტორია ოკუპირებული იყო კოლუმბამდელი ტომებით. კოლონიურ პერიოდში აქ მრავლად იყო კაკაოს ნარგავები.
ოკუმარე-დელ-ტუი დაარსდა 1693 წელს.[1] 1810 წლისათვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 4692 კაცს.[2] იმ პერიოდში დასახლებული იყო მონებითა და ესპანეთიდან და კანარის კუნძულებიდან ჩამოყვანილი ხალხით. ხუან ვისენტე გომესის პერიოდში, კერძოდ, 1904 წლიდან 1927-მდე ოკუმარე-დელ-ტუი იყო მირანდის შტატის დედაქალაქი. შემორჩენილია ძველი ქალაქის შენობები: ბოლივარ პლასა, ძველი ეკლესიები და სხვ.
2008 წლიდან ქალაქის მერია ხულიო სეზარ მარკანო.