ოთარ ბაღათურია
| ოთარ ბაღათურია | |
რეჟისორი, დრამატურგი, მსახიობი |
|
|
ბიოგრაფიული ცნობები
|
|
| დაბადების თარიღი | |
|---|---|
| დაბადების ადგილი | |
| მოქალაქეობა |
საქართველო |
| ეროვნება |
ქართველი |
ოთარ ბაღათურია (დ. 21 დეკემბერი, 1941, ლიხაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, მსახიობი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ქართველი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი ოთარ ბაღათურია დაიბადა 1941 წლის 21 დეკემბერს, სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). 1959–1963 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.
ოთარ ბაღათურიას სევდიანი კომედია „მეფე ლირი თავშესაფარში" 2001 წლის საუკეთესო პიესად არის აღიარებული. ამ ნაწარმოებში დასმული პრობლემები აქტუალურია და დრამატურგი ხატავს არა მხოლოდ ჩვენს სოციალურ რეალობას, არამედ ადამიანის შინაგან ბუნებასა და სამყაროს. პიესა თითქმის ერთდროულად დაიდგა ახმეტელისა და მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრშებში. მაყურებელმა ასევე იხილა ამავე პიესის ბათუმის თეატრისეულ ინტერპრეტაციაც [1]. იგივე პიესა 2009 წელს თავად ოთარ ბაღათურიამ დადგა ლატვიის ქალაქ ვალმეირას დრამატულ თეატრში [2].
ოთარ ბაღათურია თავად იყო რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმისა „ბოთე“, 1995.
სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში 2011 წელს ოთარ ბაღათურიამ დადგა სპექტაკლი „ჭურში?!..“, საკუთარი პიესის მიხედვით.
[რედაქტირება] ავტორია პიესებისა
- „ვინ დაიცავს დღეს, ავი ლომისაგან ტყეს",
- „ამიკო",
- „საშობაო ზღაპარი".
- „მეფე ლირი თავშესაფარში"[3].
[რედაქტირება] გადაღებულია ფილმებში
- „ციხე–სიმაგრე", 1993
- „მდგმურები", 1989
- „ვერსათრიელა", 1982
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოთარ ბაღათურია Otar Bagaturia
- „ამიკო"
- „მეფე ლირი თავშესაფარში"
- ოთარ ბაღათურია ეროვნულ ფილმოგრაფიაზე
- „ბოთე"
- Отар Багатурия - «Амико»
- Отар Багатурия - «Лир в приюте для престарелых»