ოზბორნ რეინოლდსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოზბორნ რეინოლდსი
OsborneReynolds.jpg
ოსბორნ რეინოლდსი (1903)
დაბადების თარიღი:

23 აგვისტო, 1842

დაბადების ადგილი:

ბელფასტი, ირლანდია

გარდაცვალების თარიღი:

21 თებერვალი, 1912

გარდაცვალების ადგილი:

უოჩეტი, სომერსეტი, ინგლისი

მოქალაქეობა:

დიდი ბრიტანეთი

სამეცნიერო სფერო:

ფიზიკა, ინჟინერია

ოზბორნ რეინოლდსი (ინგლ. Osborne Reynolds; დ. 23 აგვისტო, 1842, ბელფასტი – გ. 21 თებერვალი, 1912, უოჩეტი), ინგლისელი ფიზიკოსი და ინჟინერი, რომელიც ძირითადად მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის დარგში. მისმა გამოკვლევებმა სითბოგამტარობაში მყარ სხეულებსა და სითხეებს შორის გამოიწვია სახარში და გამაციებელი დანადგარების ტექნოლოგიის დახვეწა.

იყო ლონდონი სამეფო საზოგადოების წევრი 1877 წლიდან.

სექციების სია

[რედაქტირება] ცხოვრება და მოღვაწეობა ჰიდროდინამიკაში

1867 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1888 წელს სათავეში ჩაუდგა უიტუორთის საინჟინრო ლაბორატორიას. მისი მთავარი შრომები ეხება ბლანტი სითხის დინებათა დინამიური მსგავსების, ტურბულენტურობისა და შეზეთვის თეორიებს. 1876-83 წლებში ექსპერიმენტულად დაადგინა ცილინდრულ მილებში ლამინარული დინების ტურბულენტურ დინებად გადასვლის კრიტერიუმი. ამ ექსპერიმენტების შედეგად რეინოლდსმა იპოვა დინების მახასიათებელი უგანზომილებო რიცხვი (რეინოლდსის რიცხვი), რომელიც წარმოადგენს სითხეში ინერციული და ბლანტი ძალების ფარდობას. გარდა ამისა, რეინოლდსი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც გამოიყენა ტურბულენტური სიდიდეების ე.წ. რეინოლდსის გასაშუალოება, რაც დინების მახასიათებელი სიდიდეების (მაგ. სიჩქარის და წნევის) საშუალო და შეშფოთებულ ნაწილად დაშლას გულისხმობს.

დიდი წვლილი შეიტანა შეზეთვის ჰიდროდინამიკური თეორიის განვითარებაში.

გამოიკვლია აგრეთვე მბრუნავი ხრახნის ფრთაზე კავიტაციის მოვლენა, ბგერის ატმოსფერული რეფრაქცია და სხვ.[1]

[რედაქტირება] სხვა შრომები

სულ რეინოლდსმა დაახლოებით 70 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ბოლოს, გამოიცა რეინოლდსის შრომების სრული კრებული სამ ტომად [2]. ჰიდროდინამიკის გარდა მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ისეთ არეებს, როგორიცაა თერმოდინამიკა, გაზების კინეტიკური თეორია და სხვა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ქსე: ტ. 8, გვ. 341, თბ., „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი“, 1984
  2. ოსბორნ რეინოლდსის შრომების კრებულის კატალოგი და რეზიუმე
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე