ოდესის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოდესის ყურე
ოდესის ყურე
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი ყურე
საშუალო სიღრმე
უდიდესი სიღრმე 14 
სიგანე კმ
კლიმატი კონტინენტური
მარილიანობა 10-17 

ოდესის ყურე (უკრ. Одеська затока) — ყურე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ნაპირზე მდებარეობს ოდესის პორტი და ქალაქი ოდესა. სიგანე დაახლოებით 9 კმ აღწევს, სიღრმე 14 მ. მარილიანობა 15,2 ‰-დან 15,6 ‰-მდე. ცალკეულ პერიოდებში მარილიანობა 10 ‰-17 ‰ ფარგლებში მერყეობს, ხოლო ზოგჯერ 18 ‰ აღწევს. ჩრდილოეთიდან შემოზღუდულია ჩრდილო-ოდესის კონცხით, ხოლო სამხრეთით ლანჟერონის კონცხით. ფსკერი მეტწილად ქვიშიანია. დამახასიათებელია ზომიერად კონტინენტური კლიმატი. ზაფხულში წყლის ტემპერატურაა +19,9°C, ზამთარში — +2,2°C.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Географічна енциклопедія України: в 3-х томах / Редколегія: О. М. Маринич (відпов. ред.) та ін. — К.: «Українська радянська енциклопедія» імені М. П. Бажана, 1989.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: