Oasis
| Oasis | ||
|---|---|---|
ჯგუფის გამოსვლა 2005 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | მანჩესტერი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | ბრიტპოპი | |
| აქტიური | 1991-2009 | |
| ლეიბლ(ებ)ი | Creation Epic Columbia Sony BMG Big Brother |
|
| ვებგვერდი | www.oasisinet.com | |
| ყოფილი წევრები | ||
| ლიამ გალაგერი ნოელ გალაგერი გემ ერჩერი ენდი ბელი ზაკ სტარკი ალან უაიტი პოლ მაკგიგანი პოლ არტურსი ტონი მაკგეროლი |
||
Oasis იყო ინგლისური როკ ჯგუფი მანჩესტერიდან, ჩამოყალიბებული 1991 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გიტარისტი და ძირითადი სიმღერების ავტორი ნოელ გალაგერი და მისი უმცროსი ძმა, წამყვანი ვოკალისტი და სიმღერების ავტორი, ლიამ გალაგერი.
Oasis ზოგიერთების აზრით ბრიტპოპის მოძრაობის დროს შუა 1990-იანებში ჩამოყალიბებული ყველაზე წარმატებული ჯგუფია. 2005-ში, გინესის ჰიტი სინგლების და ალბომების რეკორდების წიგნმა ოაზისი „უკანასკნელი ათწლეულის გაერთიანებული სამეფოს ყველაზე წარმატებულ ჯგუფად“ გამოაცხადა. ჯგუფს მსოფლიოს გარშემო 50 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული, და მის ანგარიშზე რვა ნომერ პირველი სინგლია გაერთიანებულ სამეფოში. მხოლოდ ლაიმი და ნოელი არიან ჯგუფის თავდაპირველი წევრები. ამჟამინდელი შემადგენლობას სიმღერების ავტორი და რიტმ/წამყვანი გიტარისტი გემ ერჩერი და ბას-გიტარისტი ენდი ბელი; მათ ემატება ჯერ კიდევ არაოფიციალური დრამერი ზაკ სტარკი, ყოფილი ბიტლზის რინგო სტარის შვილი.
2009 წელის აგვისტოში, საკონცერტო ტურის მსვლელობისას, ნოელ გალაგერმა დატოვა ჯგუფი, რის გამოც ჯგუფი Oasis დაიშალა და ჩამოყალიბდა სხვა ჯგუფი, Beady Eye.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- 1994: Definitely Maybe
- 1995: (What's the Story) Morning Glory?
- 1997: Be Here Now
- 2000: Standing on the Shoulder of Giants
- 2002: Heathen Chemistry
- 2005: Don't Believe the Truth
- 2008: Dig Out Your Soul
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Oasis საიტზე MySpace
|
||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||