ნური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯებელ ბარკალისა და ნურის რუკა

ნური — ადგილი თანამედროვე სუდანში, ნილოსის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. ახლოსაა პირამიდები, რომლებიც ოდესღაც ნუბიის მეფეს ეკუთვნოდა. ნური სამანიდან დაახლოებით 15, ხოლო ჯებელ ბარკალიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. აქ აღმოჩენილი ყოველი რელიკვია ძველ ქალაქ ნაპატას ეკუთვნის, რომელიც ნუბიის სამეფოს პირველი დედაქალაქი იყო.

მეფე ტახარკა იყო მფლობელი ნურისთან ახლოს მდებარე ყველაზე ძველი პირამიდისა, რომლის ფართობი 51.75 მ², ხოლო სიმაღლე 40–50 მეტრია. მისი მემკვიდრე ტანუტამონი და მას შემდეგ ყოველი მომდევო ნუბიის მეფე ნასტასენამდე (დაახლოებით ძვ.წ. 330) თავიანთ ცოლებიანად ელ–კურუში არიან დამარხულნი. ნურისთან მდებარე პირამიდები ზოგადად უფრო პატარაა და ხშირად უფრო მძიმედ დაზიანებული, ვიდრე ეგვიპტისა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ინახავს ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთებს, როგორიცაა დასაკრძალი აღჭურვილობა, რომელიც ქუშის სამეფოს მმართველებს ეკუთვნოდათ და თავადაც აქ განისვენებენ. ქრისტიანული ეპოქის დროს აქ ეკლესია აღიმართა, რომლის მშენებლობაზეც გამოიყენეს ქვები, რომლებიც ოდესღაც პირამიდების კედლებს ავსებდა.

ეს პირამიდები სისტემატურად ჯორჯ რაიზნერმა გამოიკვლია.

ნურის პირამიდები გებელ ბარკალის რაიონში მდებარე რამდენიმე ნაგებობასთან ერთად 2003 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული.

ნურის სამარხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირამიდების ხედი
პირამიდებს შორის მოსიარულე მამაკაცი

ქუშის სამეფო ოჯახის წევრები ნურის სასაფლაოზე და ელ–კურუში არიან დამარხულნი.

ნურის პირამიდები ორ განცალკავებით მგდარ პლატოზეა აშენებული. სასაფლაოს უმაღლესი წერტილი ტახარკას პირამიდას უკავია დასავლეთ პლატოზე. დანარჩენი მეფეების პირამიდები აღმოსავლეთ პლატოზეა განლაგებული, ხოლო სამეფო ოჯახიდან წამომავალი ქალების პირამიდები კი – დასავლეთ პლატოზე, ტახარკას პირამიდის ახლოს. ეს პირამიდები სამ ჯგუფად იყოფა: (1) პირამიდები, რომლებიც განლაგებულნი არიან ტახარკას პირამიდის სამხრეთ–დასავლეთით; (2) პირამიდები, რომლებიც ტახარკას პირამიდის ჩრდილოეთით მდებარეობენ და განლაგებულნი არიან ორ პარალელურ რიგად; (3) პატარა სამარხები, რომლებიც უფრო ჩრდილოეთით არიან განთავსებულნი.

მეფეების დედები დამარხულნი არიან პირველი სახის პირამიდებში, მაგრამ ეს ადგილი სპეციალურად არ გამოიყენებოდა მეფეების დედების დასაკრძალად. უმეტესი მეფის ცოლი მეორე ჯგუფის პირამიდებში, ტახარკას პირამიდის ჩრდილოეთით განისვენებს. ხოლო რაც შეხება მესამე ჯგუფის სამარხებს, რადგან ისინი ძალიან პატარა ზომისა იყო, შესაძლებელია, ისინი დაბალი რანგის წარმომადგენლების ცოლებისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: 18°33′ ჩ. გ. 31°53′ ა. გ. / 18.550° ჩ. გ. 31.883° ა. გ. / 18.550; 31.883

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნური&oldid=4100006“-დან