ნუკრი რევიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუკრი რევიშვილი
გორის „დილაში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნუკრი რევიშვილი
დაბადების
თარიღი
2 მარტი, 1987 (1987-03-02) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2005 ტორპედო ქუთაისი 14 (0)
2006–2009 რუბინი ყაზანი 7 (0)
2010–2011 ანჟი მაჰაჩყალა 40 (0)
2012–2013 კრასნოდარი 15 (0)
2013–2014 დილა გორი 24 (0)
2014 ვალეტა 11 (0)
2014–2015 ტოსნო 21 (0)
2015–2016 მორდოვია სარანსკი 22 (0)
2016–2017 დინამო თბილისი 7 (0)
2017 დაჩია 0 (0)
2017 დინამო თბილისი 10 (0)
2018 რუსთავი 16 (1)
ეროვნული ნაკრები
2003 საქართველო 17 წლ. 1 (0)
2004–2005 საქართველო 19 წლ. 6 (0)
2006–2008 საქართველო 21 წლ. 7 (0)
2005–2016 საქართველო 33 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მაჰაჩყალის „ანჟიში“ 2011

ნუკრი რევიშვილი (დ. 2 მარტი, 1987, ქუთაისი) — ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუკრი რევიშვილმა კარიერა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი იყო თემურ ნადირაძე. თავდაპირველად ნუკრი „ტორპედოს“ დუბლებში გამოდიოდა, მაგრამ 2005 წელს, 18 წლის ასაკში, „ტორპედოში“ იური კვერნაძის მოსვლის შემდეგ იგი გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდა. ჯამში 14 მატჩი ჩაატარა მშობლიურ გუნდში. 2006 წელს ქართველი ფეხბურთელი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, მაგრამ ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა – სულ 7 მატჩი ჩაატარა 3 წლის მანძილზე. 2010 წელი ნუკრისთვის უთამაშებლობისგან თავის დაღწევის და ეროვნულ გუნდში დამკვიდრების წელი გახდა. „რუბინიდან“ მაჰაჩყალაში გადმოსულმა რევიშვილმა 30 ტურიდან 14-ში დაიცვა „ანჟის“ კარი. 2011 წლის მიწურულს ნუკრიმ „ანჟი“ დატოვა და მეტი სათამაშო პრაქტიკის მიზნით ისევ რუსულ საფეხბურთო კლუბ „კრასნოდარში“ ჩაირიცხა ,სადაც უკვე თამაშობდნენ ქართველები – ოთარ მარცვალაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი. კრასნოდარში 2013 წლამდე დარჩა, შემდეგ გორის დილაში გადავიდა, რომელთან ერთადაც უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა. 2014 წლის იანვრიდან თანაგუნდელ ირაკლი მაისურაძესთან ერთად მალტურ „ვალეტაში“ გადავიდა. მალტის ჩემპიონატისა და თასის მოგების შემდეგ რევიშვილი ახალშექმნილ რუსულ კლუბ „ტოსნოში“ გადავიდა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და 2014-15 წლების სეზონში უკვე რუსეთის მეორე დონის ჩემპიონატში აღზევდა. მასთან ერთად „ტოსნოში“ ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკიც გადავიდა, კლუბში უკვე ირიცხებოდა ასევე ქართველი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვს - მიხეილ გორელიშვილი. 2015 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღების შემდეგ ნუკრი სარანსკის „მორდოვიას“ შეუერთდა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევიშვილის სანაკრებო კარიერა ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშით დაიწყო, 17 წლამდელთა ნაკრებში მან 1 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 19 წლამდელთა ნაკრებში 6, ხოლო 21 წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა ყაზახეთის წინააღმდეგ. იმ მატჩში ნუკრიმ მშრალად დაიცვა კარი .შემდეგ იყო დიდი ხნის უთამაშებლობის პერიოდი კლუბში და აქედან გამომდინარე სანაკრებო პაუზა, თუმცა მაჰაჩყალის „ანჟიში“ კარიერის აწყობის და ნაკრებიდან გიორგი ლომაიას წასვლის შემდეგ რევიშვილი ნაკრების ნომერი პირველი მეკარე გახდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ნუკრი რევიშვილი საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გახდა. ევროპის ლიგაზე „დილას“ სახელით წარმატებით ასპარეზობის შემდეგ ისევ დაიბრუნა ნაკრებში პირველობა, რომელიც დროებით თბილისის „დინამოს“ მეკარის გიორგი ლორიას ხელში იყო.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]