ნუკლეარიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუკლეარიზი არის პოლიტიკური ფილისოფიის მიმდინარეობა, რომელიც იცავს ბირთვულ იარაღსა და ბირთვულ ძალას, როგორც ნაციონალური უსაფრთხოებისა და ინტერნაციონალური სტაბილურობის საფუძველს. იგი ამტკიცებს, რომ ბირთვული ძალის არსებობის პირობებში, როდესაც ორივე მხარეს გააზრებული აქვს მოსალოდნელი შედეგები, ნუკლეარიზმი ქმნის ინტერნაციონალურ მშვიდობას და იგი წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტს. ასევე, ნუკლეარიზმის ქომაგები ამტკიცებენ იმასაც, რომ ბირთვული ენერგიის სამხედრო გამოყენება შესაძლებელია არიდებული იქნას თავიდან თუ მას ინდუსტრიულ მრეწველობაში გამოვიყენებთ.

ნუკლეარიზმი, ყოველთვის განიხილება კრიტიკულად და მისი პროპონენტები, ჩვეულებრივ, არ იცავენ მას ამგვარად, ისინი ნუკლეარიზმს განიხილავენ როგორც განუხორციელებელ შესაძლებლობას, რომელიც ბირთვული იარაღის ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოგვცა. ნუკლეარიზმის კრიტიკა არაერთგვაროვანია, ზოგი არ ეთანხმება ბირთვული ენერგიის გამოყენების ამჟამინდელ მეთოდიკას, ზოგი კი, მაგალითად როგორც უილიამ ჩალოპუკა (ავტორი წიგნისა ვიცნობდეთ ბირთვებს: ატომის პოლიტიკა და კულტურა), იცავს "ბირთვული კრიტიციზმის" მოძრაობას დეკონსტრუქტივიზმის საფუძვლებზე, რომელიც ჟაკ დერიდამ განავითარა. სხვები, როგორც ჯეიმზ დერ დერიანი, იზიარებენ პოლიტიკურ აქციას, რომელიც ბირთვული იარაღის სრულ გაუქმებას მოითხოვს.