ნოშაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოშაკი
ნოშაკი
ნოშაკი
კოორდინატები: 36°25′54″ ჩ. გ. 71°49′42″ ა. გ. / 36.43167° ჩ. გ. 71.82833° ა. გ. / 36.43167; 71.82833
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
სიმაღლე 7492 
იზოლაცია 18,89 კმ
ქედი ჰინდუქუში
პირველი ასვლა 1960
ნოშაკი — ავღანეთი
ნოშაკი
ნოშაკი — პაკისტანი
ნოშაკი

ნოშაკიჰინდუქუშის ქედის სიმაღლით მეორე (ტირიჩმირის შემდეგ, 7690 მ.) ცალკე მდგომი მთა, რომელიც მდებარეობს ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე. მისი დასავლეთ ფერდობი მდებარეობს ავღანეთში, ხოლო აღმოსავლეთი პაკისტანში. ნოშაკი ავღანეთის უმაღლესი მწვერვალია და მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დურანის ხაზზე. წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დასავლეთით მდებარე 7000-იან მთას, მასზე ყველაზე მარტივი მარშრუტი ადის პაკისტანის მხრიდან ჩიტრალიდან.

მთაზე პირველი ასვლა 1960 წელს განახორციელეს იაპონური ექსპედიციის წევრებმა: ტოშიაკი საკაიმ და გორო ივაცუბომ. პირველი ასვლა განხორციელდა სამხრეთ-აღმოსავლეთი ქედიდან. დღეისთვის უმეტესად გამოიყენება დასავლეთი ქედი. პირველი ზამთრის ასვლა 1973 წელს განახორციელეს პოლონეთის ექსპედიციის წევრებმა: ანდრეს ზავადამ და თადეუშ პიტროვსკიმ. ეს იყო 7000 მეტრზე ზემოთ ზამთრის პირობებში მსოფლიოში პირველი ასვლა.

პირველი ასვლა ავღანელებმა ნოშაკზე განახორციელეს 2009 წლის 19 ივლისს.[1] ასვლა განხორციელდა ვახანის დერეფნიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]