ზურაბ ნოღაიდელი
ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ნოღაიდელი, ზურაბ)
ზურაბ ნოღაიდელი (დ. 22 ოქტომბერი, 1964, ქობულეთი) - ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
[რედაქტირება] განათლება
- 1988 - დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
[რედაქტირება] სამსახურებრივი საქმიანობა
- 1988-89 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი.
- 1989-1990 - ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი.
- 1989-92 - მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად.
- 1992-1995 - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
- 1995-1999 - საქართველოს პარლამენტის წევრი.
- 1996-97 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
- 1999, ნოემბერი - საქართველოს პარლამენტის წევრი, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე (2000 წლის მაისამდე).
- 2000, მაისი - 2001, 1 ნოემბერი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
- 2002-2003 - სააქციო საზოგადოების „სახალხო ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
- 2003, აპრილი - ნოემბერი - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორი.
- 2003, ნოემბერი - 2005, თებერვალი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
- 2005 წლის 17 თებერვლიდან 2007 წლის 16 ნოემბრამდე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| წინამორბედი: ზურაბ ჟვანია |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 – 2007 |
შემდეგი: ლადო გურგენიძე |

