ნოტოუნგულატები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნოტოუნგულატები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Notoungulata | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ნოტოუნგულატები (Notoungulata) — ნამარხი ძუძუმწოვრების რიგი. ხშირად სამხრეთ ამერიკის ჩლიქოსნებსაც უწოდებენ. აგებულებით მკვეთრად გამოირჩევიან სხვა დანარჩენი ჩლიქოსნებისაგან. ტანადაც ნაირგვარებია — არიან ბოცვერის ზომისანიც და მარტოორქისაც. ნოტოუნგულატების ზოგ წარმომადგენელს ერთდროულად ახასიათებს ჩლიქოსნებისა და მღრღნელების ნიშნები, ზოგი მარტორქას ან ტაპირს წააგავს. ცნობილი არიან სამხრეთ ამერიკაში პალეოცენიდან მოყოლებული პლეისტოცენამდე, ჩრდილოეთ ამერიკაში — ქვედაეოცენური და აზიის ზედაპალეოცენური ნალექებიდან.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მჭედლიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 482, თბ., 1984 წელი.