ნორთლანდის რეგიონი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | ფანგარეი |
| მშპ (2003) | US$3.243 მლრდ |
| მოსახლეობა (2011) | 158 200 კაცი |
| ფართობი | 13 789 კმ² |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Northland Region | |
ნორთლანდი (ინგლ. Northland; მაორ. Te Tai-tokerau) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი. როგორც სახელიდან ჩანს, იგი ქვეყნის ადმინისტრაციული რეგიონებიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ფანგარეი.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
იმის გამო, რომ ის ჩრდილოეთით მდებარეობს, კლიმატი რბილია. უჭირავს 285 კმ სიგრძის ოკლენდის ნახევარკუნძულის 80%.[1] ფართობი 13 940 კმ²-ს შეადგენს, ქვეყნის დაახლოებით 5%-ს. დასავლეთით ესაზღვრება ტასმანის ზღვა, აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მიწის დაახლოებით ნახევარი ტყეებსა და სასოფლო-სამეურნეო არეალებს უკავია.
მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეში აგათისის ტყეები თითქმის განადგურდა, მცირე რაოდენობით იგი დღესაც გვხვდება.
აღმოსავლეთი სანაპირო უფრო უსწორმასწოროა და გამოირჩევა უბეებითა და ნახევარკუნძულებით.
ისტორია [რედაქტირება]
მაორის მითოლოგიის თანახმად, ჩრდილოეთ კუნძული უზარმაზარი თევზი ყოფილა, რომელიც გმირ მაუის დაუჭერია. ამის გამო, ნორთლანდს ხშირად ზედმეტსახელად „თევზის კუდს“ უწოდებენ.
კუნძულზე ევროპული დასახლებების გაჩენის საწყის წერტილად სწორედ ეს რეგიონი მიიჩნევა. მეტად მნიშვნელოვანია დასახლება ვაიტანგი, სადაც 1840 წლის 6 თებერვალს, მაორის ტომებსა და ბრიტანეთის სამეფო ტახტს შორის ხელი მოეწერა ახალი ზელანდიის დაარსების დოკუმენტს.
დემოგრაფია [რედაქტირება]
ნორთლანდი ახალი ზელანდიის ყველაზე ნაკლებურბანიზებული რეგიონია. ურბანულ არეალებში მოსახლეობის მხოლოდ 50% სახლობს. მათ შორის უდიდესია ქალაქი ფანგარეი 52 200 მცხოვრებით (2011).
ეკონომიკა [რედაქტირება]
2003 წელს, ნორთლანდის მთლიანი შიდა პროდუქტი US$3,243 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 2%-ს.
რეგიონის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, ხე-ტყის გადამუშავებასა და მებაღეობას.
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The regional council's site
- Northland regional information web site.
- Northland in Te Ara the Encyclopedia of New Zealand
- This is the Place - Northland living history website
- The NZ Automobile Association's 101 Must-Do's for Northland Region
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Orange, Claudia (2 March 2009). Northland region - Geography. Te Ara Encyclopedia of New Zealand. წაკითხვის თარიღი: 15 February 2010.