ნორვიჩ ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორვიჩ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 5-5,5 კგ.
სიმაღლე 25-26 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ნორვიჩ ტერიერი (ინგლ. Norwich Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, ინგლისში არსებობდა ლამაზბალნიანი პატარა ტერიერები, რომელთა წინაპარი იყო ირლანდიური ტერიერი. ნორვიჩ ტერიერი წარმოიშვა ან ამ ძაღლებისგან, ან დღეს უკვე გადაშენებული თრამპინგთონ-ტერიერისგან. ერთ-ერთი ყველაზე ციცქნა ტერიერი "დაიბადა" აღმოსავლეთ ინგლისში, ას წელზე მეტი ხნის წინ. XIX საუკუნის ბოლოს კემბრიჯის სტუდენტები მას თილისმის სახით იყენებდნენ, მაგრამ ნორვიჩის დებიუტი დამოუკიდებელი ჯიშის სახით 1935 წელს შედგა.

ნორვიჩი ტიპური ტერიერია ძლიერი ხასიათით და საკუთარი განუმეორებლობის მტკიცე რწმენით. მიუხედავად ამისა, ის კარგად ურთიერთობს ბავშვებთან (განსაკუთრებით უფროსი ასაკის) და სწრაფად იხვეჭს ოჯახის წევრების სიყვარულს. ის უფრო ადვილად იწვრთნება, ვიდრე სხვა ტერიერები და სიამოვნებით ასრულებს ყველაზე რთულ ბრძანებებს. ნორვიჩს თითქმის არ აქვს არანაირი მემკვიდრეობითი დაავადებები. ნორვიჩ ტერიერს აქვს ძლიერი უკანა ფეხები, წინა თათები ოდნა შიგნითაა მიბრუნებული, მოკლე, კომპაქქტური სხეული და ფართო მკერდი. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ადვილად ეგუება სიცივეს, ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი, ჟღალი შავით, ნაცრისფერი თეთრით.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: