ნორვეგიის ტრანში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილოეთ ზღვის და ნორვეგიის ტრანშის რუკა

ნორვეგიის ტრანში ან ნორვეგიის არხი (ნორვ. Norskerenna; დან. Norskerenden) — ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროსთან, ზღვის ფსკერზე მდებარე წაგრძელებული ფორმის ღრმული. იგი გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან (სოგნ-ოგ-ფიურანედან) სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ (ოსლოფიორდამდე). ტრანშეა არის 50-95 კილომეტრის სიგანის და 700 მეტრამდე სიღრმის. რუგალანის სანაპიროსთან მისი სიღრმე 250-300 მეტრია, ხოლო მაქსიმუმს 700 მეტრს აღწევს არენდალთან.

წარმოიქმნა ყინულოვანი დინებების შედეგად გამოწვეული ეროზიით.[1] იგი არ არის სუბდუქციური ოკეანური ტრანში, სადაც ერთი ტექტონიკური ფილა მეორის ზეწოლით იწევს ქვევით. ნორვეგიის ტრანში წარმოქმნა დინებით გამოწვეული ეროზიით, გვიანდელი მესამეულ პერიოდის ერაში.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Sejrup,H.P., Larsen,E., Haflidason,H., Berstad,I.M.; Berit O. Hjelstuen,B.O., Jonsdottir,H.E., King,E.L., Jon Landvik,J., Longva,L., NygÅrd,A., Ottesen,D., Raunholm,S., Rise,L. & Stalsberg,K. 2003. Configuration, history and impact of the Norwegian Channel Ice Stream. Boreas, 32, 18-36.
  2. Judd, Alan; Martin Hovland (2007). Seabed Fluid Flow: The Impact of Geology, Biology And the Marine Environment (Digitized by Google Books online), Bath, UK: Cambridge University Press, გვ. 10. ISBN 0521819504, 9780521819503. წაკითხვის თარიღი: 2009-01-10.