ნორვეგიის პოლიტიკური სისტემა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ნორვეგია საპარლამენტო დემოკრატიის კონსტიტუციური მონარქიაა, რომლის სახელმწიფო მეთაური მეფეა. მოსახლეობა ლუთერანული რელიგიის მიმდევარია. ქვეყნის საკანონმდებლო ძალაუფლებას განახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი - სტორტინგი, ხოლო აღმასრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის მთავრობას პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. მთავრობა მეფის მეთაურობით ქმნის განსაკუთრებულ ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს, რომლის ფუნქციებში შედის მნიშვნელოვანი კანონპროექტებისა და მართველობითი საკითხების განხილვა. ადმინისტრაციული კუთხით ნორვეგია დაყოფილია 19 პროვინციად - ფიულკედ. პროვინციების გარდა, ნორვეგიის შემადგენლობაში შედიან დამოკიდებული ტერიტორიები, კერძოდ კუნძული ბუვე, იან-მაიენი, შპიცბერგენი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ფრანგული) Constitution de la Norvège
- (ინგლისური) Site du Stortinget
- (ფრანგული) Le résultat des élections au Stortinget depuis 1945
- (ფრანგული) (ინგლისური) Femmes dans la politique en Norvège