ნორა ჯოუნსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნორა ჯონსი)
ნორა ჯოუნსი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარი
დაბ. თარიღი 30 მარტი, 1979 (1979-03-30) (45 წლის)
დაბ. ადგილი ბრუკლინი, ნიუ-იორკი[1]
წარმოშობა ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ფოლკი
სოული
ჯაზი
ქანთრი
პოპი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
პიანინო/კლავიში
გიტარა
აქტიური 2001–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Blue Note
საიტი norahjones.com
ნორა ჯოუნსი ვიკისაწყობში

ნორა ჯოუნსი (ინგლ. Norah Jones) (დაბადების სახელი ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარი; ინგლ. Geethali Norah Jones Shankar) (დ. 30 მარტი, 1979 ბრუკლინი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და მსახიობია.

მისი კარიერა 2002 წლის სადებიუტო ალბომის Come Away with Me მასიური წარმატებით დაიწყო, რომელიც თანამედროვე პოპ ჟღერადობასთან ერთად, სევდიანი სოულ/ფოლკ/ქანთრი ელფერი დაკრავს. ის 20 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და ექვსი გრემის ჯილდო მიიღო და ნორა ჯოუნს "საუკეთესო ახალი არტისტი"-ს წოდება მოუტანა. მისი მეორე ალბომი, Feels Like Home, 2004 წელს გამოვიდა და აშშ-ს რელიზი მილიონზე მეტი ასლით გაიყიდა პირველ კვირას. 2007-ში, ჯოუნსმა მესამე ალბომი, Not Too Late, გამოუშვა, რომელიც პირველ ადგილზე დებიუტირდა მსოფლიო ჩარტებში. ნორა ჯოუნსი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია, რომლის ჩანაწერების გაყიდვებიც 39 მილიონს აჭარბებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადებულმა ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარად ატლანტაში, ჯორჯია, მოგვიანებით, 16 წლის ასაკში ოფიციალურად შეცვალა თავისი სახელი ნორა ჯოუნსი-თ. მისი მამა ცნობილი სიტარის მაესტრო რავი შანკარია; ბავშვობა ჯოუნსმა დედასთან, სიუ ჯოუნსთან, ერთად გაატარა, რომელიც ტეხასში, გრეიპვაინის გარეუბან ფორტ უორსში გადავიდა როცა იგი 4 წლის იყო.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. Deutsche Nationalbibliothek Record #129256706 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.