ნოვგოროდის სამართლის სიგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოვგოროდის სამართლის სიგელინოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკის სამართლებრივი ძეგლი. შედგენილია XV საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია 1471 წლის ერთადერთმა ნაკლულმა ნუსხამ. შეიცავს 42 მუხლს. ძირითადად აწესრიგებს სასამართლო წყობილებასა და პროცესის საკითხებს. ნოვგოროდის სამართლის სიგელის იურიდიული წყარო იყო ადგილობრივი ჩვეულებითი სამართალიდა „რუსსკაია პრავდის“ ცალკეული ნორმები. იგი ივანე III-ის სამართლის წიგნის (1497 წელი) ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]