ნოდარ მგალობლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნოდარ მგალობლიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნოდარ მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი 15 ივლისი, 1931
გომბორი, საგარეჯოს რაიონი
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი, 2019 (87 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957-2019
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979)
უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი,
კოტე მარჯანიშვილის პრემია

ნოდარ ალექსანდრეს ძე მგალობლიშვილი (დ. 15 ივლისი, 1931, გომბორი, საგარეჯოს რაიონი — გ. 26 მარტი, 2019, თბილისი[1]) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოდარი დაიბადა სოფელ გომბორში, 1931 წლის 15 ივლისს. ბავშვობიდანვე სურდა ოპერის მომღერლობა, მაგრამ 1950 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ნოდარმა დარდისგან ხმა დაკარგა და კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდა. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი ახლო მეგობრის რჩევით ამავე წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში.

1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მგალობლიშვილი მსახიობად მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში: 1954–1959 და 1963–1967 იყო კოტე მარჯანიშვილის, 1959–1963 სანკულტურის, 1967–1975 რუსთავის სახელმწიფო დრამატული. 1970–1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის დირექტორი. 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. თავდაპირველად ის ასრულებდა მარტივ, დადებით როლებს. მაგრამ მალევე იპოვა საკუთარი თავი სპეციფიკური როლების შემსრულებელში. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ , ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება “. უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ , იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“ , თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“ .

კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა.

1986-დან ნოდარ მგალობლიშვილმა კინოში ტემპი შეანელა. ამ პერიოდში გადაღებული ნამუშევრებიდან მან ითამაშა ედმონდ სეშანის „ზღვის მაშვრალში“, ზაზა ილურიძის „ანთიმოზ ივერიელში“ , რუსულ ტელესერიალში „სახელად ბარონი“ და ა. შ.

მგალობლიშვილის მსახიობურ ოსტატობას თან ერთვა სიღრმისეული და ინტელექტუალური ხედვა ნათამაშები როლებისა, რაც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.

იგი იყო საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

გარდაიცვალა 2019 წლის 26 მარტს 87 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთავის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიოს სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]