ნიუ-იორკ სიტი ბალეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიუ-იორკ სიტი ბალეტი (New York City Ballet) — საბალეტო კომპანია დაფუძნებული 1948 წელს ქორეოგრაფების ჯორჯ ბალანჩინისა და ლინკოლნ კირსტეინის მიერ მუსიკალურ დირექტორ ლეონ ბარზინთან ერთად. კომპანია ადრე არსებული დასისგან "ბალეტის საზოგადოება" გაიზარდა. სახელწოდება შეიცვალა ქალაქის მუსიკისა და დრამის ცენტრის რეზიდენტ კომპანიად ქცევის გამო 1948 წელს. 1964 წლის 20 აპრილს კომპანიამ გადაინაცვლა ნიუ-იორკის სახელმწიფო თეატრში, რომელიც ფილიპ ჯონსონმა დააპროექტა ბ-ნი ბალანჩინის მითითებებით.

ნიუ-იორკ სიტი ბალეტი პირველი საბალეტო კომპანია გახდა აშშ-ში, რომელსაც ორი მუდმივი საკონცერტო დარბაზი ჰქონდა: ერთი ლინკოლნის ცენტრის ნიუ-იორკის სახელმწიფო თეატრში 63-ე ქუჩაზე მანჰეტენზე და მეორე სარატაოგას საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში, სარატოგა სპრინგსი, ნიუ-იორკის შტატი. ამერიკული ბალეტის სკოლა ნიუ-იორკ სიტი ბალეტთან ასოცირებული სკოლაა.

სახელმწიფო თეატრში გადასვლის შემდეგ დასის რეპერტუარში ბალანჩინის ნამუშევრები დომინირებს, რომელიც ბალეტის ხელმძღვანელი დარჩა მის გარდაცვალებამდე 1983 წელს. თუმცა მათ ასევე ავსებდა ქორეოგრაფი ჯეორმ რობინსის ნაწარმოებები, რომელიც კომპანიას 1969 წელს დაუბრუნდა. სიტი ბალეტს, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დღემდე ყველაზე ვრცელი რეპერტუარი აქვს ამერიკულ საბალეტო კომპანიებს შორის და ხშირად 60-მდე ბალეტს დგამს ყოველწლიურად ზამთარ-გაზაფხულის სეზონზე ლინკოლნ ცენტრში და 20 ბალეტზე მეტს ზაფხულის სეზონზე სარატოგა სპრინგსში.

ბალეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელია პიტერ მარტინსი (რომელმაც კომპანიაში პირველად 1967 წელს იცეკვა).