ნიუ-იორკული ტრილოგია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნიუ-იორკული ტრილოგია | |
|
|
|
| ჟანრი: | მისტერია, დეტექტივი |
| ავტორი: | პოლ ოსტერი |
| მშობლიური ენა: | ინგლისური |
| დაწ. ადგილი: | აშშ |
| დაწერილია: | 1985-1986 |
| გამოცემულია: | 1987 |
| ქართულად თარგმნა: | ქეთი ქანთარია, 2008 |
ნიუ-იორკული ტრილოგია — თანამედროვე ამერიკელი პოსტმოდერნისტი მწერლის, პოლ ოსტერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები. ტრილოგია შედგება სამი ნაწილისგან: „შუშის ქალაქი”, „აჩრდილები” და „დაკეტილი ოთახი”,
ტრილოგიის ნაწილები ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანებია, მაგრამ სიუჟეტური პარალელები, კარგად ნაცნობი ლიტერატურული სახეებისა და სახელების, პერსონაჟების გამეორება და შეშლილობამდე მისული მთავარი გმირების მსგავსი ბოლო ქმნის ახალ, მეტაფიზიკურ სამყაროს, რომლის პირობითი ცენტრი წარსულის აჩრდილებით სავსე ნიუ-იორკია, სივრცითი და დროითი საზღვარი კი - დარღვეული. ამ სამყაროში შესული მკითხველი თავს რომანის ერთ-ერთ პერსონაჟად გრძნობს, ავტორის განზრახვითა და სურვილით ქმედების თანამონაწილედაა მიწვეული და უსასრულოდ ინტერპრეტირების ნება ეძლევა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- პოლ ოსტერი, ნიუ-იორკული ტრილოგია — თბილიაი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008, ISBN 978-9941-403-09-5