ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია
დაფუძნდა 1982
ტიპი კერძო
ფონდები 426 402[1]
პრეზიდენტი დევიდ კრაცი
სტუდენტი 97[1]
მისამართი 10013, 111 ფრანკლინის ქუჩა, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
ქალაქი ნიუ-იორკი
შტატი ნიუ-იორკი
ქვეყანა აშშ
ტელეფონი p: 212.966.0300 x 962 f: 212.966.3217
კამპუსი ურბანული
კარნეგის კლასიფიკაცია special focus four-year: arts, music and design schools[2] , exclusively graduate[2] , postbaccalaureate: single program - other[2] და exclusively graduate/professional institution[2]
ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია — აშშ
ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია
http://www.nyaa.edu/

ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია — ამერიკული კერძო, არაკომერციული სამაგისტრო სამხატვრო უნივერსიტეტი. მდებარეობს მანჰეტენზე, ტრიბეკის რაიონში (ნიუ-იორკი, აშშ).

ისტორია და დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენდი უორჰოლი (1928-1987) ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის დამაარსებელი

1982 წელს ენდი უორჰოლის და სხვა გავლენიანი მხატვრების, კოლექციონერების და მეცენატთა მიერ დაარსებული აკადემია პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სამაგისტრო სასწავლებელია აშშ-ში, სადაც ყურადღება გამახვილებულია ადამიანის სხეულზე. აკადემიის გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული ხელოვნებათმცოდნეები, ლექტორები და მასტერ კლასების ინსტრუქტორები ცნობილ მხატვრებს წარმოადგენენ. დაარსების დღიდან აკადემია ჩამოყალიბდა არაკომერციულ დაწესებულებად, სადაც ფუნქციონირებს ქვეყანაში ერთადერთი ფიგურატიული მხატვრობის სამაგისტრო სასწავლებელი და ფიგურატიული მხატვრობის ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ხორციელდება მუდმივად განვითარებადი სასწავლო პროგრამა, ტარდება მასშტაბური გამოფენებისა და ლექციების სერიები და ასევე ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა Take Home a Nude.[3] და Tribeca Ball[4][5][6][7][8][9]

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსების დღიდან ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში მიმდინარეობს ნიჭიერი მხატვრების იდნივიდუალური ხედვის ჩამოყალიბება ფიგურატიული მხატვრობის, ფერწერის, გრაფიკის და ქანდაკების უძველესი ტრადიციების საფუძველზე აქტუალური თანამედროვე ხელოვნების განვითარების გზით.[10][11][12][13][14]

წლებია, რაც ნიუ-იორკის აკადემია განუხრელად ემსახურება ფიგურატიული ხელოვნების ჩამოყალიბებას, პოპულარიზაციას და სწავლებას. როგორც არაკომერციული ინსტიტუცია აკადემია ყოველწლიურად მასპინძლობს ასობით რეზიდენტ მხატვარს და ათასობით ვიზიტორს.

ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ისწავლება ფიგურატიული ხელოვნება და ხელოვნების ისტორია. ორწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ აკადემია კვალიფიციურ სტუდენტებს ანიჭებს სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხს, რომელიც მოიცავს გრაფიკას,ფერწერას და ქანდაკებას.

ხელოვნების მაგისტრის სტუდიაში გრაფიკის, ფერწერის და ქანდაკების დაუფლების ტრადიციამ გაუძლო დროის გამოცდას, რომლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები თაობიდან თაობას გადაეცემა. სახვითი ხელოვნების აკადემისეული სამყარო ემყარება სამ ძირითად ქვაკუთხედს, ფიგურატიულ მხატვრობას, ფერწერას და ქანდაკებას. აღნიშნული დისციპლინების დაუფლება მნიშვნელოვანია მხატვრის ინდივიდუალური ხედვის და, საბოლოო ჯამში, აქტუალური თანამედროვე ხელოვნების ფორმირებისთვის.[15][16][17][18][19][20][21][22][23][24]

მდებარეობა და არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჰეტენი, ნიუ-იორკი

ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია მდებარეობს მანჰეტენზე, ფრანკლინის ქუჩაზე, ტრიბეკის რაიონში. აკადემია წარმოადგენს სამაგისტრო სასწავლებელს, სადაც სახვითი ხელოვნების ტექნიკის ინტენსიურ კურსთან ერთად აქტიურად იკითხება ლექციები ხელოვნებათმცოდენობის დისციპლინებში. აკადემიაში სტუდენტები ეუფლებიან ტრადიციულ ხერხებს და ტექნიკას.

ნიუ-იორკის ტრიბეკის რაიონში მდებარე აკადემიაში განთავსებულია ასზე მეტი სამხატვრო სახელოსნო, აუდიტორიები, თაბაშირის ნატურიდან ხატვის ოთახები და „უილკინსონ ჰოლი“ — უნიკალური 3240 მ² ე.წ. „ივენთ რუმი“ ორიგინალური დეკორატიული კორინთული სვეტებით, პარკეტის იატაკით, 20 მ სიმაღლის ჭერით, მართვადი განათებით და სტაციონარული აკუსტიკური სისტემით. უილკინსონ ჰოლი შეიძლება გამოიყენებულ იქნეს კორპორაციული და არაკომერციული ღონისძიებებისთვის, მათ შორის, ლექციებისთვის, სამხატვრო აუქციონებისთვის, წვეულებებისთვის, საქველმოქმედო სადილებისთვის და ახალი პროდუქტის პრეზენტაციებისთვის.[25][26][27]

აკრედიტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მაისში აკადემიამ მიიღო აკრედიტაცია ხელოვნების და დიზაინის სასწავლებლების ეროვნული ასოციაციისაგან (NASAD). 1994 წლის 24 ივნისს აკადემიას მიენიჭა აბსოლუტური ქარტია ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის რეგენტთა საბჭოს მიერ. აკადემია, როგორც ინსტიტუცია აკრედიტებულია სახელმწიფო აკრედიტაციის გამცემი ორგანიზაციების - რეგენტთა საბჭოსა და განათლების კომისრის მიერ.[28][29][30]

აკადემია ამჟამად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-იორკის პრესტიჟული სამხატვრო აკადემია შემოქმედებით და ინტელექტუალურ ცენტრს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური არტისტებისთვის და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აშშ-ში, რომელიც ანიჭებს სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხს ანატომიურ და ფიგურატიულ მხატვრობაში.[31][32][33][34][35]

აკადემიური პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიაში მოღვაწე პროფესიონალი მხატვრები და გამოცდილი პედაგოგები მონაწილეობენ მნიშვნელოვან გამოფენებში, არიან მრავალი პუბლიკაციის ავტორები და ჯილდოს მფლობელები და გაერთიანებულები არიან სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციებში. ფაკულტეტებზე ძირითადი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტების მიერ სხვადასხვა დარგში ხარისხიანი განათლების მიღება. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების რაოდენობრივი თანაფარდობა საშუალებას იძლევა სამჯერ მეტი ყურადღება დაეთმოს ინდივიდუალურ სწავლებას, რითაც აკადემია გამორჩეულია სხვა სამხატვრო სასწავლებლებისგან.[36]

ლექციათა მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიაში მუდმივად ტარდება ლექციები, რომლებსაც ვიზუალური საშუალებების გამოყენებით წარმართავენ სახვითი ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები, მეცნიერები და ხელოვნებათმცოდნეები. აღნიშნული საჯარო ღონისძიებების შედეგად სტუდენტები ეცნობიან ახალ იდეებს, ყოველდღიურად იღრმავებენ აკადემიურ ცოდნას და იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სტუდიური პრაქტიკისა და სწავლების საშუალებით ხორციელდება.[37]

საერთაშორისო რეზიდენტურების პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია ასპონსორებს რამდენიმე „საერთაშორისო რეზიდენტურების” საგრანტო პროგრამას, რომელიც კანდიდატების დამსახურებასა და შესაბამისობაზეა დამყარებული. რეზიდენტურების პროგრამა სტუნდეტებს საშუალებას აძლევს ეზიარონ მსოფლიო ხელოვნების სამყაროს, დაამყარონ კონტაქტები და გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნებში.[38][39][40]

რეზიდენციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია აქტიურად ეწევა საგამოფენო საქმიანობას. ყოველწლიური პრეზენტაციები მოიცავენ სახვითი ხელოვნების მაგისტრების და ასპირანტების ნამუშევრების გამოფენებს და ასევე საზაფხულო გამოფენებს, სადაც აკადემიის სტუდენტების და ყოფილი სტუდენტების ნამუშევრებია წარმოდგენილი. პერიოდულად, აკადემია მასპინძლობს მოძრავ გამოფენებს, რომელშიც მონაწილეობენ მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მათ შორის, აშშ-დან, ლათინური ამერიკიდან, სამხრეთ აზიიდან და ევროპიდან. აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები მუდმივად არის გამოფენილი აკადემიის შენობაში სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში.[42][43][44][45][46]

კურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატომიის კურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატომიის დისციპლინა მოიცავს ოთხი კურსისგან შემდგარ პროგრამას. იგი სტუდენტებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ სიღრმისეულ ცოდნას სამხატვრო ანატომიაში, რომელსაც სტუდენტები მომავალში გამოიყენებენ საკუთარ ხელოვნებაში ან უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. ანატომიის პროგრამა გულისხმობს სწავლების სამ სხვადასხვა მეთოდს: სტრუქტურულ ანატომიას, რომელიც სწავლობს ჩონჩხს, კუნთოვან სტრუქტურებს, დაჯგუფებებს და კინესთეტიკურ ფუნქციებს; ანატომიურ ხატვას, რომელიც აერთიანებს ლექციებს პერცეფციული (შემეცნებითი) ხატვის შესახებ და ეკორშეს, რომელიც მოიცავს გამოქანდაკებას ანატომიური მოდელისა, რომელიც გამოსახავს ადამიანის ჩონჩხს ღია კუნთოვანი სტრუქტურით. აკადემია სტუდენტებს რეგულარულად უტარებს სპეციალურ კურსებს ცხოველის ანატომიასა და სხვა დისციპლინებში.[47]

ხატვა-გრაფიკის კურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენესანსის ეპოქაში ხატვა-გრაფიკა სახვითი ხელოვნების ფუნდამენტად ითვლებოდა. დღემდე ასეა ნიუ-იორკის აკადემიაშიც. გრაფიკული ხელოვნების პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ადამიანის სხეულის ხატვის ინტენსიურ კურსს, რომელიც მოიცავს მრავალფიგურიანი კომპოზიციის, ბუნებრივ და სინთეტიკურ მეთოდებს. აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა ხაზოვანი პერსპექტივა და თაბაშირის მოდელების ხატვა, რომელიც ცხადყოფს თუ როგორ აბსტრაგირდება და ტრანსფორმირდება რეალობა მხატვრულ ფორმად.[48]

ფერწერის კურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერწერის ტექნიკური, ფორმალური და კონცეპტუალური მხარე ფერწერის სასწავლო პროგრამის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენი ინტენსიური ორწლიანი პროგრამა აერთიანებს ისტორიულ და თანამედროვე მეთოდოლოგიებს.ზოგადი სტუდიური სწავლების პროცესი იწყება პირდაპირი, აღქმაზე დაფუძნებული ხერხებით, გრძელდება არაპირდაპირი ხერხებით და ხორციელდება სახვითი აგების სინთეტიკურ ფორმებით. დამოუკიდებელ ნამუშევრებს სისტემატურად აფასებენ ცნობილი მოწვეული მხატვრები და აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები აზრთა გაცვლისა და დისკუსიების სხვადასხვა ფორმით.[49]

გრავიურის კურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრავიურის და ესტამპის პროგრამა შედგება სამი კურსისგან. აღნიშნული კურსის დახმარებით სტუდენტები იღრმავებენ ცოდნას ლითოგრაფიაში, გრავიურაში (ინტალია), რელიეფურ გრაფიკაში და მონოტიპიაში, რომელსაც ისინი იყენებენ, როგორც თავიანთ შემოქმედებაში, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიურ მოღვაწეობაში. ხსენებული კურსის განხორციელება შეიძლება მოხდეს გრაფიკაზე, ფერწერაზე და ქანდაკებაზე აუცილებელი კონცენტრირების პარალელურად. გრავიურის და ესტამპის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გრავიურის და ესტამპის ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის და სტუდენტის ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვის განვითარებას და, ასევე, აკადემიის ფიგურატიული ხელოვნების კურსის შენარჩუნებას. [50]

ქანდაკების კურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქანდაკების პროგრამის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის ფიგურის ხელით გამოქანდაკების ტრადიცია. სხეულზე უშუალო დაკვირვება ანატომიური სტრუქტურის შესწავლასთან ერთად ფორმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული რთული გამოწვევების გადაწყვეტას ემსახურება. ცნობილ ფიგურატიულ მოქანდაკეებთან დისკუსიები და მათი მხრიდან კრიტიკა და შეფასებები ხელს უწყობენ დიალოგს ექსპრესიის, მეტაფორის და გამოსახვის როლის ირგვლივ თანამედროვე ხელოვნების მუდმივად ცვალებად კონტექსტში.[51]

არჩევითი სასწავლო პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდენტთა სასწავლო პროგრამაში ასევე შედის: ხატვა (ფერწერა/გრაფიკა) მეტროპოლიტენ მუზეუმში, ციფრული 3-D მოდელირება, ილუსტრაცია, შერეული მედია ანიმაცია, გრავიურა მულტი-მედია, ალქიმიური ფერწერა, ფსიქოდინამიური ფერწერა, სკულპტურის რელიეფი, წარმოსახვითი ფერწერა, ფერწერის ფერთა თეორია, ნარატიული ხატვა, გრავიურის სემინარი, ფიგურა ლითოგრაფიაში, სხეულის ხატვა, ხატვის ტექნიკის ისტორია, ქანდაკების კომპოზიციისა და ტექნიკის ისტორია, მხატვრული ანატომია (ეკორშე I და ეკორშე II), პროფესიული პრაქტიკები, შედარებითი ანატომია, ინტალია, ფერწერის ისტორია, ადამიანი და მხეცი (Man & Beast), პორტრეტი ფერწერაში, ფიგურა ფერწერასა და გრაფიკაში და სხვ.[52][53][54][55]

აკადემიის ყოფილი სტუდენტების ასოციაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ყოფილი სტუდენტების ასოციაციას მჭიდრო ურთიერთობები აქვს აკადემიის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებელთა კოლექტივთან. იგი მხარში უდგას აკადემიას მისი ძირითადი მიზნების განხორციელებაში — აზიაროს სტუდენტები იმ ღირებულებებს და უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია აქტუალური თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად ადამიანის სხეულის შესწავლის საფუძველზე. ასოციაცია ასევე აძლევს სტუდენტებს ფანტასტიკურ შესაძლებლობებს მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებში, პროფესიულ პრაქტიკულ სემინარებში და სხვა სოციალურ ღონისძიებებში, დაამყარონ ურთიერთობა ხელოვნების ცნობილ კრიტიკოსებთან.

აკადემია და აკადემიის ყოფილი სტუდენტების ასოციაცია პროფესიულ დახმარებას უწევენ აკადემიის კურსდამთავრებულებს, კერძოდ, აწვდიან მათ ინფორმაციას აკადემიის და ყოფილი სტუდენტების მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, უშვებენ ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც იბეჭდება ინფორმაცია პოტენციური სამუშაო ადგილების შესახებ. აკადემიის მიერ ორგანიზებულ ლექციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გარდა, ყოფილი სტუდენტების ნამუშევრები სისტემატურად არის წარმოდგენილი ისეთ გამოფენებზე, როგორიცაა ყოველწლიური საზაფხულო გამოფენა-კონკურსი და სამხატვრო წვეულება და აუქციონი Take Home a Nude.[56][57][58]

ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკაში დაცულია წერილობითი, ვიზუალური და ელექტრონული რესურსები, რომლებიც აკმაყოფილებენ აკადემიის პერსონალისა და სტუდენტების ინტელექტუალურ და შემოქმედებით მოთხოვნილებებს.

სპეციალიზირებული კოლექციების, ბიბლიოგრაფიული ინსტრუქტაჟის და შესანიშნავი მომსახურების წყალობით ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც ხდება ტექნიკური დაოსტატება, კრიტიკული კვლევა და იდეების გენერაცია, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები ეუფლებიან პროფესიულ ცოდნას, რაც აუცილებელია მათი შემოქმედებითი ზრდისთვის.

ბიბლიოთეკაში შეკრებილია სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებული ლიტერატურა და მასალები და სპეციალურად შერჩეული სამაგისტრო პროგრამისათვის განკუთვნილი ფონდები.

ნაბეჭდი კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 7000-ზე მეტი წიგნი სახვითი ხელოვნების დარგში მოღვაწე მხატვრების, ხელოვნების ისტორიის და ანატომიური კვლევების შესახებ.

მხატვრული ლიტერატურისა და ფილოსოფიის სააბონემენტო ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 250-ზე მეტი ვიდეოფირი და DVD, მათ შორის, ლექციები, ფილმები და დოკუმენტური მასალა (სადაც წიგნები გაიცემა აკადემიის გარეთ გასატანად).

პერიოდულად გამოწერილი ფონდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკის აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკა აღჭურვილია Mac და PC კომპიუტერებით, სკანერებით და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობით. მსხვილფორმატიანი ფერადი პრინტერებით. ფერადი პრინტერებით და კოპირების დანადგარებით. ბიბლიოთეკაში არის ინტერნეტთან წვდომის საშუალება და WiFi მთელ შენობაში. ხელმისაწვდომია ელექტრონული ლიტერატურა და მონაცემთა ბაზები, მათ შორის ციფრული გამოსახულებების ბიბლიოთეკა (ხელმისაწვდომი აკადემიის მთელ შენობაში). აგრეთვე არის ფაილები აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და ყოფილი სტუდენტების შესახებ (განცხადებები, პრეს რელიზები, ბროშურები, მოსაწვევები, გამოფენების კატალოგები და ა.შ.) და აკადემიის არქივებისა და რარიტეტული (იშვიათი) წიგნების კოლექცია (შეზღუდული წვდომა).

წვდომა და სამუშაო საათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკა ღიაა ნიუ-იორკის აკადემიის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და ყოფილი სტუდენტებისთვის. იგი განთავსებულია ფრანკლინ სთრითზე მდებარე შენობის პირველ სართულზე. სასწავლო დღეებში ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 21:30 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 12:00-დან 17:00 საათამდე. სამუშაო საათები შეზღუდულია ზამთრის და ზაფხულის არდადეგების დროს. ვიზიტორმა მეცნიერებმა თავიანთი ვიზიტის შესახებ წინასწარ უნდა შეატყობინონ აკადემიის ბიბლიოთეკარს და უნდა შეიძინონ სააღრიცხვო ბარათი ფილიალ ბიბლიოთეკაში „METRO“.[59]

აკადემიის სამეცნიერო შრომების მომზადების ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო ინსტრუქტაჟის გარდა, აკადემიის სამეცნიერო შრომების მომზადების ცენტრი ეხმარება სტუდენტებს სახვითი ხელოვნების დარგში სამეცნიერო შრომების მომზადებასა და დაწერაში. აღნიშნული მოიცავს მოკლე საინფორმაციო ფურცელს, დამხმარე ინსტრუქტაჟს ფორმულირების წესების და ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ.[60]

სტუდენტთა საქმეების დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდენტთა საქმეების დეპარტამენტის დანიშნულებაა დაეხმაროს სტუდენტებს განახორციელონ მათ მიერ დასახული აკადემიური და პროფესიული მიზნები და ხელი შეუწყოს მათ ინდივიდუალურ, ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებას პროგრამებისა და მომსახურების ფართო სპექტრის საფუძველზე.[61]

სასერთიფიკატო პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასერთიფიკატო პროგრამები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან დაეუფლონ სიღრმისეულ ცოდნას სახვითი ხელოვნების სფეროში და ჩაწდვნენ თანამედროვე გამომსახველობითი ხელოვნების ისტორიულ წინამძღვრებს. სტუდენტები გაიღრმავებენ თავიანთ ცოდნას და კვალიფიკაციას ისეთ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს მათ შემოქმედებით და ინტელექტუალურ განვითარებას.

თითოეული პროგრამა მოიცავს რვა არასადიპლომო კურსს, რომლებიც განსაზღვრული იქნება სტუდენტების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიზნებისა და აკადემიაში მიღების მომენტში მათი ცოდნისა და უნარის შეფასების საფუძველზე. სტუდიურ მეცადინეობებთან ერთად, საჭიროა ყველა სტუდენტმა გაიაროს ხელოვნების და კულტურის კურსი, რომლის მიზანია წარსულისა და აწმყოს შესწავლა და, შესაბამისად, სტუდენტის მიერ მიმდინარე და მომავალი სამუშაოების ერთიან კონტექტსტში განხილვა.[62]

დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უელსის პრინცი ჩარლზი
  • 2002 წელს უელსის პრინცმა თავისი სამეფო პატრონაჟი მიანიჭა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიას, რამაც ის ხელოვნების პირველ ინსტიტუტად აქცია, რომელმაც ქვეყანაში ასეთი აღიარება დაიმსახურა.[67][68]

სპონსორი კომპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლჩე და გაბანა (Dolce & Gabbana), ენ-ბი-სი (National Broadcasting Company (NBC)), "კრისტის" აუქციონი (Christie's), "სოტბის" აუქციონი (Sotheby's), ხელოვნების აუქციონი "ფილიპსი" (Phillips), შანელი (Chanel), მირამაქს ფილმსი (Miramax Films), ჰერმესი (Hermes Paris), გუჩი (Gucci), ივ სენ ლორანი (Yves Saint Laurent), Voss, Condé Nast, Paddle8, Tiffany & Co., Xl, Van Cleef & Arpels, Revlon, Piaget, mbna, Gq, Nicolas Feuillatte, Grey Goose, Cartier, Burberry, Baccarat, Asprey, Alfred Dunhill, Cadogan Tate და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-15. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-24. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  6. http://artobserved.com/2010/10/ao-on-site-new-york-the-new-york-academy-of-arts-19th-annual-take-home-a-nude-benefit-at-sotheby’s-october-18-2010/
  7. http://www.docstoc.com/docs/129025023/THAN_Info
  8. http://renelynch.com/news.html
  9. http://www.myglobaleducation.com/article/pf/23585/
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  12. http://www.gazettr.com/map/story/wiki26539867[მკვდარი ბმული]
  13. http://www.qesign.com/offer.php?s=ok&x=New_York_Academy_of_Art
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-20. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-25. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  18. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  19. http://events.9wsyr.com/newyork_ny/venues/new-york-academy-of-art-/V0-001-004059266-7[მკვდარი ბმული]
  20. http://www.learn4good.com/colleges/newyork-studyfinearts.htm
  21. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  22. http://www.universitiesabroad.com/school-details/new-york-academy-of-art-2921
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  24. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  25. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-06. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  26. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-12. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  27. http://www.docstoc.com/docs/129025023/THAN_Info
  28. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  29. http://www.qesign.com/offer.php?s=ok&x=New_York_Academy_of_Art
  30. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-10-04.
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  32. http://www.gazettr.com/map/story/wiki26539867[მკვდარი ბმული]
  33. http://www.qesign.com/offer.php?s=ok&x=New_York_Academy_of_Art
  34. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  35. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  36. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-04. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  37. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  38. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-17. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  39. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-31. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  40. http://www.learn4good.com/colleges/newyork-studyfinearts.htm
  41. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-17. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  42. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-06. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  43. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-29. ციტირების თარიღი: 2013-11-29.
  44. http://www.edutrek.com/newyork/college/new-york-academy-of-art[მკვდარი ბმული]
  45. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-14. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  46. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-27. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  47. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-07. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  48. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-04. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  49. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-15. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  50. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-16. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  51. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-17. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  52. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-14. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  53. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-07. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  54. http://ianfactor.blogspot.com
  55. http://www.oninstagram.com/profile/nyacademyofart[მკვდარი ბმული]
  56. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-25. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  57. http://prezi.com/x9_7hefigq0r/nyaa-jamecia-simmons/
  58. http://pressabout.us/aanyaa.org[მკვდარი ბმული]
  59. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-22. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  60. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-22. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  61. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  62. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  63. http://www.prnewswire.com/news-releases/jeffrey-epstein-education-activist-backs-the-prestigious-new-york-academy-of-art-184966651.html
  64. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-26. ციტირების თარიღი: 2013-01-26.
  65. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-31. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
  66. http://article.wn.com/view/2012/12/27/Jeffrey_Epstein_Education_Activist_Backs_the_Prestigious_New_i/
  67. http://www.collegebound.net/college-university/article/new-york-academy-of-art/6252/[მკვდარი ბმული]
  68. http://www.myglobaleducation.com/article/pf/23585/
  69. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-06. ციტირების თარიღი: 2014-04-28.