ნიუ-იორკერი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი ნიუ-იორკერის გარეკანი, რომელიც პერიოდულად ჟურნალის გამოცემის წლისთავზე მეორდება

ნიუ-იორკერი -- ამერიკული ჟურნალი, რომელშიც იბეჭდება კრიტიკა, ესსეები, საგამომძიებლო რეპორტაჟები, თანამედროვე პროზა და პოეზია. თავდაპირველად ყოველკვირეული გამოცემა ამჟამად წელიწადში 46-ჯერ იბეჭდება.

მოუხედავად იმისა, რომ ჟურნალის ძირითადი ფოკუსი ნიუ-იორკ სიტის კულტურული ცხოვრებაა, ნიუ-იორკერს ვრცელი აუდიენცია ჰყავს ქალაქის ფარგლებს გარეთაც მაღალი ხარისხის ჟურნალიზმის წყალობით. მისი კოსმოპოლიტი, ურბანული ხახიათი, რომელიც ყველაზე ნათლად განყოფილებაში „Talk of the Town“ (ქალაქის სასაუბრო) აისახება, მკითხველს სთავაზობს ცოცხალ კომენტარს ნიუ-იორკის ცხოვრებაზე, პოპულარულ კულტურაზე, ექსცენტრიულ ამერიკანას, მახვილ იუმორისტულ ჩანახატებსა და სახელგანთქმულ იუმორისტულ კარტუნებს („cartoons“). მე-20 საუკუნის შუა წლებში მას დიდი წვლილი მიუძღვის მოთხრობის, როგორც ლიტერატურული ფორმის, პოპულარიზაციაში ამერიკაში. ჟურნალისტურ პროფესულ წრეებში ნიუ-იორკერი სარგებლობს ბეჭდვით ინდუსტრიაში ყველაზე მკაფიო ფაქტუალობისა და დახვეწილი ედიტორიული ჯგუფის რეპუტაციით.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-იორკერის დებიუტი 1925 წლის 21 თებერვალს შედგა. ჟურნალი დააფუძნეს ჰაროლდ როსმა და მისმა მეუღლემ, ტაიმსის რეპორტიორმა, ჯეინ გრანტმა. ჟურნალების „Judge“ და „ლაიფ“ უკბილო იუმორისტული პუბლიკაციებით მობერზრებულ როსს სურდა ენამახვილი მაღალმხატვრული იუმორისტული ჟურნალის შექმნა. ამ იდეით ის დაუკავშირდა მეწარმე რაულ ფლაიშმანს; შედეგად მათ "ეფ-არ პაბლიშინგ" კომპანია დააფუძნეს და ჟურნალის პირველი ოფისი 25 ვესტ 45-ე ქუჩაზე, მანჰეტენზე გაიხსნა. როსი სიცოცლხის ბოლომდე (1951) აგრძელებდა ჟურნალის რედაქტორობას.

ჟურნალის პირველ გარეკანზე გამოსახული დენდი, რომელიც მონოკლით პეპელას უთვალთვალებს რი ირვინის ნახატი იყო, რომელსაც ასევე ეკუთვნის ჟურნალის გარეკანზე სახელისა და სტატიათა სათაურების შრიფტის დიზაინი. ამ ნახატზე გამოსახულ მამაკაცს „ევსტასი ტაილი“-დ (Eustace Tilley) მოიხსენიებდნენ, ხასიათი, რომელიც ნიუ-იორკერისთვის კოვი ფორდმა შექმნა. ევსტასი სერიათა „ჟურნალის შექმნაში“ (The Making of a Magazine) გმირი იყო, რომელიც გარეკანის შიგა გვერდზე ჟურნალის პირველი ზაფხულის 8 აგვისტოს გამოცემიდან გამოჩნდა.

კონტრიბუტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალის განთქმული კონტრიბუტორები არიან:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]