ნიურნბერგის მთავარ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პროცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებმა სსრკ-მა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დააარსეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი, რომელსაც უნდა გაესამართლებინა დამარცხებული სახელმწიფოს გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები.

ტრიბუნალმა ბინა დაიდო გერმანიის ქ. ნიურნბერგში.

ნიურნბერგის პროცესი დაიწყო 1945 წლის 20 ნოემბერს და დასრულდა 1946 წლის 1 ოქტომბერს ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ შემდეგი პირები:

1946 წლის 9-10 ოქტომბერს გერმანიის საკონტროლო საბჭომ განიხილა გასამართლებულთა თხოვნა შეწყალების თაობაზე და უარყო ისინი. სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გერინგს, რიბენტროპს, კეიტელს, როზენბერგს, კალტენბრუნერს, ფრიკს, ფრანკს, შტრაიხერს, ზაუკელს, იოდლს, ზაის-ინკვარტს და ბორმანს (დაუსწრებლად).

სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ ჰესს, ფუნკს, და რედერს.

12-12 წლით თავისუფლება აღუკვეთეს შირახს და შპეერს.

15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნოირატს.

გროს-ადმირალ დენიცს სასამართლომ 10 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრიბუნალმა სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა ცნობილი მაგნატის კრუპის წინააღმდეგ.

სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ შახტი, პაპენი და ფრიჩე.

სასიკვდილო განაჩენის (ჩამოხრჩობა) შესრულება დაიწყო 1946 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე და პროცესმა საათნახევრამდე გასტანა. მანამდე, 1945 წლის 25 ოქტომბერს რ. ლეიმ საკუთარ საკანში თავი ჩამოიხრჩო. ვიდრე სასიკვდილო განაჩენები შესრულდებოდა 1946 წლის 15 ოქტომბერს, სამი საათით ადრე , გერინგმა საკანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრიბუნალმა დანაშაულებრივად გამოაცხადა: ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობა, გესტაპო (საიდუმლო პოლიცია), სდ (Geheime Staatspolizei), სს (SS, Schutzstaffein) და სა (Sturmabteilungen).