ნისკარტნიჩაბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|---|---|---|
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Eurynorhynchus pygmaeus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ნისკარტნიჩაბა (Eurynorhynchus pygmaeus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ბეღურასავით პატარა ჩიტია. გამოირჩევა ნიჩბისმაგვარი ნისკარტით, რომელიც წვეროში გაფართოებულია. ნისკარტნიჩაბა ბუდობს მხოლოდ ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე. ზამთრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდეს იკეთებს ტუნდრაში, წყალსატევების ბალახნარით დაფარულ ნაპირებზე. დებს 4 კვერცხს. კვერცხებზე ზის და შთამომავლობაზე ზრუნავს მხოლოდ მამალი. იკვებება მწერებით და წვრილი კიბოსნაირებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 444, თბ., 1984 წელი.