ნიპეს ყურე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიპეს ყურე მდებარეობა კუბა

Red pog.png
ნიპეს ყურის ადგილმდებარეობა (კუბა).

ნიპეს ყურე (ესპ. Bahía de Nipe) — ყურე აღმოსავლეთ კუბის ჩრდილოეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანეში.[1] ვრცელდება ოლგინის პროვინციაში. ფართობი 200 კმ². სიგრძე 26 კმ, სიგანე 17 კმ. 1492 წელს ყურე აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა. გარშემო არის რამდენიმე დასახლებული პუნქტი. 1898 წელს აქ მოხდა ნიპეს ბრძოლა. სანაპიროები დაჭაობებულია, გარშემორტყმულია ტყით. ყურეს ერთვის მოზრდილი მდინარე მაიარი.

ნიპეს ყურის სიახლოვეს დაიბადა კუბელი რევოლუციონერი ფიდელ კასტრო.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Merriam-Webster's Geographical Dictionary, Third Edition, p. 830.