ნიმბუსი (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპოლონი მოზაიკური გამოსახულება

ნიმბუსი (ლათ. nimbus — ღრუბელი, ნისლი) — გმირების და ღმერთების თავების ზემოთ მოთავსებული მრგვალი სინათლე, რომელიც თავიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ მზის ღვთაების ატრიბუტი იყო (სხივები). ბერძნულ ხელოვნებაში იგი ელინიზაციის დაწყების შემდეგ გვხვდება. ქრისტიანობამ სწორედ აქედან გადაიღო ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქრისტეს, წმინდა მარიამს და ყველა წმინდანს თავზე ადგას ე. წ. ნათლის გვირგვინი. [1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 215 - თბილისი, „განათლება“, 1972.