ონლიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიმბეშლიქი)

ონლიქი — თურქული ვერცხლის მონეტა. მოჭრა დაიწყეს სულთან ოსმან II-ის (1618-1622) დროს. წონა დაახლოებით 3 გ. მისი ემისია გამოწვეული იყო ახჩის წონისა და სინჯის კატასტროფული დაცემით. ონლიქს ჰქონდა დანაყოფები: ბეშლიქი და ნიმბეშლიქი. 1723 წელს ოსმალთა მიერ თბილისის აღების შემდეგ სამივე ნომინალი თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა აჰმედ III-ისა (1703-1730) და მაჰმუდ I-ის (1730-1754) სახელით. აჰმედ III-ის მონეტის შუბლზე ცენტრში გამოსახულია აჰმედ III-ის თუღრა. მის ქვემოთ სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილია: „მოიჭრა თბილისსს (ჰიჯრით) 1115 (1703)“. ესაა აჰმედის ტახტზე ასვლის და არა მონეტის მოჭრის თარიღი. ზურგზე — ოთხსტრიქონიანი ზედწერილია: „სულთანი ორი ხმელეთისა და ხაკანი ორი ზღვისა, სულთანი ძე სულთანისა“. მაჰმუდ I-ის დროს მონეტის ტიპი გამარტივდა. შუბლზე მაჰმუდ I-ის თუღრაა, ზურგზე არაბულად აწერია: „იჭედა თბილისს (ჰიჯრით) 1143 (1730/1731)“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანთაძე მ., თურქული მონეტების მურჯახეთის განძი, „ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1969, ტ. 28 B;
  • Быков А. А., Монеты Турции XIV-XVII веков, Л., 1939;