ნიკოს ანასტასიადესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოს ანასტასიადესი
Νίκος Αναστασιάδης
ნიკოს ანასტასიადესიΝίκος Αναστασιάδης
კვიპროსის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 18 თებერვალი 2013
წინამორბედი დიმიტრის ქრისტოფიასი

პარტია დემოკრატიული გაერთიანების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1997 8 ივნისი – 18 თებერვალი 2013
წინამორბედი იანაკის მატსისი

დაბადებული 27 სექტემბერი, 1946 (1946-09-27) (68 წლის)
პერა-პედი, კვიპროსი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული გაერთიანება
მეუღლე ანდრი მუსტაკუდი
შვილები ელზა
ინო
განათლება ათენის უნივერსიტეტი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
რელიგია კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია

ნიკოს ანასტასიადესი (ბერძნ. Νίκος Αναστασιάδης; დ. 27 სექტემბერი, 1946) — ბერძენ-კვიპროსელი პოლიტიკოსი, მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის - დემოკრატიული გაერთიანება ლიდერი და კვიპროსის თანამედროვე პრეზიდენტი[1].

კვიპროსის 2011 წლის 22 მაისის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიულმა გაერთიანებამ მოიპოვა 20 მანდატი, აჯობა ყველა პარტიას, თუმცა კვიპროსის 56 წევრიან პარლამენტში ვერ მოიპოვა უმრავლესობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალური კანდიდატი იყო[2][3]. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო ხმათა 57.48%-ით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა 1946 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ პერა-პედში, კვიპროსი. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასპირანტურა. სწავლის დროს საბერძნეთში, გეორგიოს პაპანდრეუს მიერ დაარსებული კოალიციის წევრი გახდა. არის იურიდიული ფირმის „ნიკოს ანასტასიადესი და პარტინიორების“ დამფუძნებელი[4].

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება]

ანასტასიადესი პარლამენტში პირველად 1981 წელს მოხვდა, ხოლო 1977 წლის 8 ივნისს გახდა თავისი პარტის ლიდერი[5]. 2012 წლის მარტში, ნიკოს ანასტასიადესი საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული გაერთიანების ოფიციალური კანდიდატი გახდა. არჩევნების პირველ ტურში ანასტასიადესმა მიიღო ხმათა 45%, ხოლო მისმა კონკურენტებმა სტავროს მალასმა და გეორგიოს ლილიკასმა შესაბამისად 26,9% და 24,9% [6]. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო ხმათა 57,48%-ით[7].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

1971 წელს დაქორწინდა ანდრი მუსტაკუდიზე. ჰყავს ორი ქალიშვილი, ელზა და ინო და ოთხი შვილიშვილი ენდი, ნიკოლი, გეორგიოსი და ნიკო [8].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.elections.gov.cy/English/Islandwide
  2. http://www.parikiaki.com/archives/38576
  3. www.parliament.cy/parliamenteng/003_02.../anastasiadis.htm
  4. ნიკოს ანასტასიადესი და პარტინიორები
  5. Nicos Anastasiades | Economist Conferences, CEMEA. Economistconferences.eu. წაკითხვის თარიღი: 2013-02-25.
  6. Nicos Anastasiades winner of first round of elections in Cyprus. Nasdaq.com. წაკითხვის თარიღი: 2013-02-25.
  7. Cypriot Government
  8. Anastasiades Chr. Nicos. Parliament.cy (1946-09-27). წაკითხვის თარიღი: 2013-02-25.
P vip.svg ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.