ნიკოლოზ ჩაპლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ჩაპლინი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1924 – 1928

დაბადებული6 დეკემბერი/19 დეკემბერი, 1902
როგნედინო, სმოლენსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი23 სექტემბერი, 1938
მოსკოვი, სსრკ
პოლიტიკური პარტიასაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია

ნიკოლოზ ჩაპლინი (რუს. Чаплин, Николай Павлович; დ. 19 დეკემბერი [ძვ. სტ. 6 დეკემბერი], 1902, როგნედინო, სმოლენსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 23 სექტემბერი, 1938, მოსკოვი, სსრკ) — სსრკ-ში კომუნისტური ახალგაზრდული მოძრაობის მონაწილე. კომპარტიის წევრი 1919 წლიდან. 1922–1923 წლებში რაკკ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი. 1924-1926 წლებში საკ. ალკკ ცკ-ის პირველი მდივანი, ხოლო 1926–1928 წლებში გენერალური მდივანი. 1930 წელს საკ. კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მეორე მდივანი. პარტიის XII-XVI ყრილობების დელეგატი, 1924–1930 წლებში საკ. კპ (ბ) ცკ-ისა და საკ. კპ (ბ) ცკ-ის ორგბიუროს წევრობის კანდიდატი. ასფსრ ცაკისა და სრულიად რუსეთის ცაკის, სსრკ ცაკის წევრი. აქვს შრომები ახალგაზრდულ მოძრაობაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 82.
  • Котов Л., Высокий пример, в сборнике: Солдаты партии, М., 1971.