ნიკოლოზ ყაზბეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაზბეგი.

ნიკოლოზ (ნიკა) ყაზბეგი (დ. 26 დეკემბერი, 1910, თბილისი — გ. 30 ივლისი, 1983, იქვე) — ქართველი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მას გიგო გაბაშვილი და ევგენი ლანსერე ასწავლიდნენ. 1930 წელს ის იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია, რადგანაც იყო ემიგრანტისა და „ხალხის მტრის“ შვილი. ამ წლიდან მოყოლებული, ყაზბეგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან თეატრთან. 1940-1943 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი მხატვარი. 1959 წლიდან ნიკა ყაზბეგი დამდგმელ მხატვრად მუშაობდა თბილისში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც გააფორმა 17-მდე ფილმი, მათ შორის: „ნინო“ (1959), „ჯარისკაცის მამა“, „შეხვედრა წარსულთან“, „სამკაულები ჩემი სატრფოსათვის“, „ჩარირამა“ და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 94.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]