ნიკოლოზ უმიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ უმიკაშვილი (დ. 18 იანვარი, 1923, თბილისი — გ. 2013) — ქართველი ექიმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1948 წლებში იყო სოფელ დიცის საექიმო უბნის გამგე; 1949–1954 წლებში სამხედრო ჰოსპიტლის პედიატრი; 1954–1969 წლებში ქალაქის N1 საავადმყოფოს ორდინატორი, შემდგომ ბავშვთა თერაპიული განყოფილების გამგე; 1969 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 1964–1986 წლებში თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს მთავარი პედიატრი; 1986–1992 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკის მთავარი პედიატრი; ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 76 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთისა და საქართველოს სამედიცინო ჟურნალებსა და სამეცნიერო შრომებში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი–ბროშურა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურნალ „საქართველოს პედიატრის“ სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, მდივანი
  • საქართველოს სამედიცინო სოციალური აკადემია, საპატიო აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1989 — მედალი „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი“
  • 1981 — შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1970 — მედალი შრომითი მამაცობისათვის
  • 1967 — საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალკოჰოლი, ოჯახი და ბავშვის ჯანმრთელობა (თანაავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988
  • ავადმყოფი ბავშვის მოვლა ბინაზე : ლექტორის დასახმარებლად (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ც-კის გამ-ბა, 1985. - 32გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]