ნიკოლოზ პრჟევალსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ პრჟევალსკი
Николай Михайлович Пржевальский

ნიკოლოზ პრჟევალსკი
ნიკოლოზ პრჟევალსკი
დაბადების თარიღი 31 მარტი/12 აპრილი, 1839
დაბადების ადგილი სმოლენსკის გუბერნია, სოფ. კიმბოროვო, ახლანდელი სმოლენსკის ოლქი
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი/1 ნოემბერი, 1888
გარდაცვალების ადგილი ყარაქოლი, ყირგიზეთი, ქ. პრჟევალსკი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია

ნიკოლოზ მიხეილის ძე პრჟევალსკი (რუს. Пржевальский, Николай Михайлович) (დ. 31 მარტი/12 აპრილი, 1839, სმოლენსკის გუბერნია, სოფ. კიმბოროვო, ახლანდელი სმოლენსკის ოლქი — გ. 20 ოქტომბერი/1 ნოემბერი, 1888, ყარაქოლი, ყირგიზეთი, ქ. პრჟევალსკი), რუსი გეოგრაფი, ცენტრალური აზიის მკვლევარი გენერალ-მაიორი (1886 წლიდან), პეტერბურგის მეცნიერებათა საპატიო წევრი (1878 წლიდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1863 წელს დაამთავრა გენშტაბის აკადემია. 1867-1869 წლებში პრჟევალსკიმ სემიონოვ-ტიანშანსკის ხელშეწყობით ექსპედიცია მოაწყო უსურის მხარეში. 1870-1873 წლებში იმოგზაურა მონღოლეთში, ჩინეთსა და ტიბეტში, რისთვისაც დააჯილდოვეს გეოგრაფიის საზოგადოების უმაღლესი ჯილდოთი — დიდი კონსტანტინეს მედლით, 1876-1877 წლებში პრჟევალსკიმ ჩაატარა მეორე (ლობნორისა და ჯუნღარის) ექსპედიცია ცენტრალურ აზიაში, 1879-1880 წლებში — მესამე ექსპედიცია (ტიბეტის პირველი), 1883-1885 — მეოთხე ექსპედიცია (ტიბეტის მეორე), რომლის დროსაც პრჟევალსკის თანაშემწეები იყვნენ ვსევოლოდ რობოროვსკი და პეტრე კოზლოვი. მეხუთე ექსპედიციის დასაწყისში პრჟევალსკი გარდაიცვალა.

პრჟევალსკის ექსპედიციების სამეცნიერო შედეგები გადმოცემულია მის წიგნებში. პრჟევალსკიმ დაადგინა ცენტრალური აზიის მთავარი ქედების მიმართულება, აღმოაჩინა ახალი ქედები, დააზუსტა ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთი საზღვრები, აღწერა ლობნორის ტბა, შეაგროვა ვრცელი ზოოლოგიური, ბოტანიკური და მინერალების კოლექციები. 1891 წელს პრჟევალსკის პატივსაცემად რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ვერცხლის მედალი და პრემია. 1946 წელს დაწესდა პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი.

პრჟევალსკის სახელი დაერქვა ქალაქს, ქედს კუნლუნის სისტემაში, მყინვარს ალთაიში, სხვა გეოგრაფიულ ობიექტებს, აგრეთვე ცხოველთა და მცენარეთა მთელ რიგ სახეობებს. პრჟევალსკის ძეგლები დგას ისიქ-ქოლის ტბის მახლობლად და სანქტ-პეტერბურში.

ლიტერატურა[რედაქტირება]