ნიკოლოზ პიმონენკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნიკოლოზ პიმონენკო {{{მშობსახელი}}} |
||
ავტოპორტრეტი |
||
| დაიბადა: | 9 მარტი, 1862 კიევი |
|
| გარდაიცვალა: | 26 მარტი, 1912 კიევი |
|
| ეროვნება: | უკრაინელი | |
ნიკოლოზ პიმონენკო (უკრ. Пимоненко Микола Корнилович; დ. 9 მარტი, 1862, კიევი – გ. 26 მარტი, 1912, კიევი), უკრაინელი ფერმწერი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1882-84), იყო ვლადიმერ ორლოვსკის მოწაფე. ასწავლიდა კიევის ხატვის სკოლაში (1884-1900), "პერედვიჟნიკების" ამხანაგობის წევრი (1899; 1893 წლიდან ექსპონენტი). მის სურათებში პოეტურადაა წარმოსახული უკრაინელი ხალხის ყოფა და შრომა. პიმონენკოს სურათებში ჟანრული სცენები ხშირად ერწყმის პეიზაჟს ("ჭექა-ქუხილის წინ" (1906), უკრაინის ხელოვნების მუზეუმი, კიევი). შექმნა აგრეთვე დრამატული, მამხილებელი სურათები ("ფანატიზმის მსხვერპლი" (1899), ხარკოვის ხელოვნების მუზეუმი).
გალერეა [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 64, თბ., 1984 წელი.
სტატიის