ნიკოლოზ დერიუგინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ დერიუგინი

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დერიუგინი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1982
დინამო თბილისი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 30 აპრილი, 1959 (1959-04-30) (64 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 206 სმ
წონა 105 კგ
კარიერა
პროფესიონალური კარიერა 1977–1996
კარიერის ისტორია
1977–1985 დინამო თბილისი

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დერიუგინი (დ. 30 აპრილი, 1959, ქუთაისი) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982). ღირსების ორდენის კავალერი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1975–1985), „თბილისში“ (1991–1992), უნგრეთის მაფც-ში (1992–1993), თბილისის „ვითაში“ (1993–1994), თბილისის სდასუ-სა (1994–1995) და სლოვაკეთის „სლოვაკო ფარმაში“ (1995–1996).

იცავდა სსრ კავშირის (1978–1985) და საქართველოს (1995–1996) ეროვნული ნაკრები გუნდების ღირსებას. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 1979). 1993–1994 წლების სეზონის მიხედვით საქართველოს საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

2019 წლის 30 აპრილს, ნიკოლოზ დერიუგინის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს და საკალათბურთო კლუბ მოსკვას (რუსეთი) ვეტერანთა გუნდს შორის. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა — 80:67.[3]

საერთო შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
კალათბურთი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატი 1983 3rd
კალათბურთი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია ევროპის ჩემპიონატი 1981 1st
კალათბურთი დროშა: კოლუმბია კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატი 1982 1st
კალათბურთი საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980 3rd

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა ნიკოლოზ დერიუგინი საქართველოს მეცხრე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[4]

1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 9 სპორტსმენად (36 ქულა) დასახელდა ნიკოლოზ დერიუგინი (მწვრთნელი ლ. მოსეშვილი).[5]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიმონიშვილი, ვაჟა. (30 აპრილი, 2019) ნიკოლოზ დერიუგინი: ჩემი სამშობლო საქართველოა, სხვაგან ცხოვრებაზე არც მიფიქრია. lelo.ge. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2022
  2. სანაძე, გიორგი. (30 აპრილი, 2018) ნიკოლოზ დერიუგინს 59 წელი შეუსრულდა. lelo.ge. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2022
  3. გოდუაძე, ლაშა. კარიერა ფრაზებში: ნიკოლოზ დერიუგინი. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2022
  4. საქართველოს 10 საუკეთესო // „ლელო“, 29 დეკემბერი, 1982, № 249 (7310), გვ. 1.
  5. 10 საუკეთესო // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 1.