ნიკოლა ლანკრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლა ლანკრე

ნიკოლა ლანკრე (დ. 22 იანვარი, 1690, პარიზი, — გ. 14 სექტემბერი, 1743, პარიზი) — ფრანგი ფერმწერი. როკოკოს წარმომადგენელი. განიცადა ანტონ ვატოს შემოქმედების ძლიერი გავლენა. ხატავდა პეიზაჟებს, პორტრეტებს და ჟანრულ სურათებს, რომლებიც გამოირჩევიან რბილი ფერწერული მანერითა და ოდნავ მქრქალი ფერებით: „მოცეკვავე ქალი კამარგო“ (1730, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი), „კონცერტი პარკში“ (ალექსანდრ პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), „მუსიკის გაკვეთილი“ (ლუვრი, პარიზი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]