ნიკოლა აბანიანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლა აბანიანო (Nicola Abbagnano) (დ. 15 ივლისი, 1901, სალერნო, იტალია — გ. 9 სექტემბერი, 1990, მილანი), იტალიელი ფილოსოფოსი, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი, ე. წ. პოზიტიური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელი.

აბანიანო ცდილობს დაძლიოს ევროპული ეგზისტენციალიზმის პესიმისტური თვალსაზრისი და ადამიანს მოუნახოს მოქმედების პოზიტიური პროგრამა, რომელიც არსებობის მყარ და საიმედო საყრდენად იქცევა. ადამიანური სამყარო, აბანიანოს მიხედვით, არის შესაძლებლობათა სამყარო, სადაც ადამიანს მათი თავისუდალი არჩევის საშუალება აქვს. შესაძლებლობათა არჩევა, აბანიანოს მიხედვით, გულისხმობს როგორც ცალკეული ინდივიდის არსების, ისე, საერთოდ, ადამიანური სამყაროს ურთიერთობათა ანალიზს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 13, თბ., 1975