ნიკოლაევის ოლქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Map of Ukraine political simple Oblast Mykolajiw.png
მიკოლაევის ოლქის დროშა
მიკოლაევის ოლქის გერბი

მიკოლაევის ოლქი (უკრ. Миколаївська область) — ოლქი უკრაინაში. შეიქმნა 1937 წლის 22 სექტემბერი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. შავიზღვისპირა დაბლობზე მდ. სამხრეთ ბუგის ქვედა წელის აუზში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია მიკოლაევი. ოლქის ფართობია 24,600 კმ². 2006 წლის აღწერით, ოლქის მოსახლეობა შეადგენს 1,217,103 კაცს. მას ესაზღვრება: ოდესის, ხერსონის, კიროვოგრადის და დნეპროპეტროვსკის ოლქები.

  • დედაქალაქი - 1 (მიკოლაევი)
  • რაიონები — 19;
  • დასახლებები — 922;
    • სოფლები — 896;
    • ქალაქები — 26;
  • სასოფლო საბჭოები — 287.

ისტორია[რედაქტირება]

1937 წ. 22 სექტემბერს სსრკ-ს ცკამ მიიღო დადგენილება ხარკოვის, კიევის, ვინიცის და ოდესის ოლქების შემცირების შესახებ. ოდესის ოლქი გაყოფილ იქნა ოდესისა და ნიკოლაევის (მიკოლაევის) ოლქებად.

ნიკოლაევის ოლქში შევიდა 3 საოლქო დაქვემდებარების ქალაქი&nbs;— მიკოლაევი, ხერსონი და კიროვო (ახლა კიროვოგრადი), ასევე 38 რაიონი, მათ შორის 29 რაიონი ოდესის ოლქიდან და 9 — დნეპროპეტროვსკის ოლქიდან.

1939 წ.10 იანვარს კიროვოგრადის ოლქის შექმნისას, მის შემადგენლობაში ნიკოლაევის ოლქიდან გადავიდა ქალაქი კიროვოგრადი და 13 რაიონი.

ფაშისტური ოკუპაციის დროს ნიკოლაევის ოლქი გაყოფილი იყო გერმანიასა და რუმინეთს შორის. დასავლეთის რაიონები შევიდნენ რუმინეთის ტრანსნისტრიის გუბერნიის გოლტიანსკისა და ოჩაკოვის პოვიტებში, რაიონები რომლებიც მდ. სამხრეთ ბუგის აღმოსავლეთით იყო შევიდა ნიკოლაევისა და ტავრიის გენერალურ ოლქებში.

1944 წ. 30 მარტს შეიქმნა ხერსონის ოლქი, რის გამოც ნიკოლაევის ოლქიდან გადავიდა ქალაქი ხერსონი და 13 რაიონი. ამავე დროს ოდესის ოლქიდან ნიკოლაევის ოლქს გადაეცა 5 რაიონი.

1954 წ. 17 თებერვალს ნიკოლაევის ოლქს კიდევ გადაეცა ოდესის ოლქიდან 5 რაიონი. З მა შეიცვალა საზღვრები ნიკოლაევის ოლქის შიგნით, ზოგი რაიონი ქრებოდა და ზოგი ახალი ჩნდებოდა.

რელიეფი[რედაქტირება]

ღრმად ხმელეთში იჭრება დნეპრო-ბუგის, ბერეზანის და ტილიგულის ლიმანები. ოლქის ტერიტორიაში შედის კუნძული ბერეზანი და კინბურნი. ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია წარმოადგენს სტეპებს, დაბლობს რომელიც სამხრეთისაკენაა დახრილი. ჩრდილოეთ ნაწილში გადაჭიმულია პოდოლის მაღლობი (მდ. სამხრეთ ბუგის მარჯვენა სანაპიროს) და დნეპრის მაღლობი (მარცხენა სანაპირო).

მდინარეები და ტბები[რედაქტირება]

ოლქის ტერიტორიაზე არსებობს 85 მდინარე მიახლოებით 10 კმ. მთავარი მდინარეა - სამხრეთ ბუგი და მისი შენაკადები: ინგული, კოდიმა, ჩიჩიკლია, სინიუხა, მერტვოვოდი, გნილი იალანეცი. მდინარე ინგულეცი და ვისუნი ეკუთვნიან დნეპრის აუზს. ბერეზანი - ჩაედინება ბერეზანის ლიმანში შავი ზღვის აუზში. მოწყობილია 1108 ხელოვნური ტბა და 44 წყალსაცავი.

ადმინისტრაციული მოწყობა[რედაქტირება]

ოლქის შემადგენლობაში შედის 19 რაიონი, 5 საოლქო დაქვემდებარების ქალაქი, 4 რაიონული დაქვემდებარების ქალაქი, 17 სოფელი, 821 დასახლებული სასოფლო პუნქტი.

მოსახლეობა[რედაქტირება]

2013 წლის 1 იანვარის მდგომარეობით მოსახლეობა შეადგენდა 1173,5 ათასი ადამიანს, მათ შორის 796,1 ათასი ქალაქის მოსახლეობაა, 377,4 ათასი — სოფლის მოსახლეობა. დემოგრაფიული პროცესების შედეგად ოლქის მოსახლეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირდა 4,7 ათასი ადამიანით. მათ შორის ბუნებრივი კლებით 3,8 ათასი ადამიანი, ხოლო მიგრაციით  — 0,9 ათასი ადამიანი.

2012 წელს დარეგისტრირდა 13515 დაბადებული, რაც 486 ბავშვით მეტია 2011 წელთან შედარებით. ტრადიციულად ბიჭები მეტია, ვიდრე გოგონები, 100 დაბადებულ გოგოზე მოდის 109 ბიჭი.