ნიკარაგუის კონსტიტუცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკარაგუა

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ნიკარაგუის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ნიკარაგუას აქვს 1987 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომელსაც 1995 წელს ჩაუტარდა რეფორმა საკანონმდებლო და აღმარულებელი ხელიუფლების შეთანხმებით. ახალი რეფორმის საფუძველზე ეროვნულ ასამბლეას მიენიჭა მეტი უფლებები, მათ შორის თავი აარიდოს პრეზიდენტის ვეტოს. პრეზიდენტიცა და ეროვნული ასამბლეის წევრებს ირჩევენს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

ისტორია[რედაქტირება]

ნიკარაგუის დღეს მოქმედი კონსტიტუცია გამოაცხადეს 1987 წლის 1 იანვარს. რაც იყო უკანასკნელი ნაბიჯი სანდინისტას რეჟიმის ინსტიტუციონალიზაციისა და წყობილება, რომლის ძალითაც ჩამოროს მთავრობა შეძლებდა ხელისუფლებაში მოსვლას. ეს იყო მეცხრე კონსტიტუცია ნიკარაგუის ისტორიაში. კონსტიტუციის პრეამბულაში განდიდებული იყო სანდინისტას რევოლუცია, ნიკარაგუის არმიას კი კონსტიტუციით ეწოდა სანდინისტას სახალხო არმია. კონსტიტუციამ დაამყარა მთავრობის დემოკრატიული სისტემა შერეული ეკონომიკით, რომელიც დაფუძნებული იყო ერთმანეთისგან გამიჯნულ ხელისუფლების შტოებზე. ეს ყოველივე კი სამოქალაქო თავისუფლების მომტანი იყო. თუმცა ახალი სისტემის ზოგიერთ ნაწილს შორის უკმაყოფილება მაინც იყო. წინა შემთხვევაში აღმასრულებელ ხელისუფლებას დიდი უფლებები ჰქონდა, საკუთრების უფლება კი არ იყო დაფასებული.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება]

ახალმა კონსტიტუციამ აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცა დიდი უფლებები, თუმცა არა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფელბების ხარჯზე, მათ შეინარჩუნეს საკუთარი ძალა. კონსტიტუციის ძალით, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, შეუძლია დანიშნოს მინისტრები და მინისტრის მოადგილეები და შესთავაზოს ეროვნული ბიუჯეტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას შენარჩუნებული აქვს უფლება გამოსცეს სახაზინო და ადმინისტრაციული მნიშვნელობის ბრძანებულებები. ეროვნული ასამბლეის არდადეგებისას პრეზიდენტი თავის თავზე იღებს საკანონმდებლო ხელისუფლებასაც. პრეზიდენტს უფლება აქვს, ეროვნული იბედურებებისას შეზღუდოს ადამიანის ძირითადი თავისუფლებებიც კი და დაამტკიცოს ან მოიწონოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

1984 წელს გამოცემული დეკრეტით, როცა სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა კონსტიტუცია, პრეზიდენტს ირჩევდნენ ექვსი წლის ვადით. 1987 წელს მირებულმა კონსტიტუციამ კი საპრეზიდენტო ვადა კვლავ ექვს წლამდე დატოვა. 1990 წლის 25 აპრილს ვიოლეტა ჩამორომ დაიკავა პრეზიდენტის პოსტი და მხოლოდ რვა თვის შემდეგ მიეცა კონსტიტუციური მანდატი.

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება]

1987 წლის კონსტიტუციამ ორპალატიანი კონგრესი ჩაანაცვლა ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეით. ეროვნული ასამბლეის შექმნის შესახებ პირველად გამოქვეყნდა 1984 წლის დეკრეტი, ხოლო კონსტიტუციამ დაადასტურა მისი არსებობა. ეროვნული ასამბლეა შედგება პირდაპირ არჩეული 90 წევრითა და პროპორციული წესით მიღებული წარმომადგენლებით და ამას დამატებული პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატებით, რომლებიც მიიღებენ ხმათა შესაბამის რაოდენობას. 1985 წელს ეროვნულ ასამბლეაში ირიცხებოდა 96 წევრი. 1990 წლისთვის მათი რაოდენობა 92-დმე დავიდა. ასამბლეის წევრებს ირჩევენ 6 წლის ვადით.


ეროვნულ ასამბლეას აქვს მნიშვნელოვანი ძალაუფლება და თანამშრომლობს მთავრობასთან. კონსტიტუციის ძალით, ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული კანონი არის ნორმატიული ძალის მქონე, თუ იგი მიღებულია ასამბლეის წევრთა ხმათა უმრავლესობით კვორუმის შემთხვევაში. კვორუმის შემთხვევაში,ასევე, შეუძლია ასამბლეას არ მიიღოს მხედველობაში პრეზიდენტის ვეტო. კონსტიტუციამ ასამბლეას მიანიჭა უფლება "განიხილოს, იმსჯელოს და მოიწონოს" პრეზიდენტის წარდგენილი ეროვნული ბიუჯეტი. ნიკარაგუის საკანონმდებლო ორგანო ირჩევს უზენაესი სასამართლოს შვიდ წევრს, რომლებსაც პრეზიდენტი წარადგენს და მასვე აქვს შესაძლებლობა "ოფიციალურად მოახდინოს კანონების ინტერპრეტაცია".

სასამართლო ხელისუფლება[რედაქტირება]

ნიკარაგუის კონსტიტუციის ძალით სასამართლო ხელისუფლებას დამოუკიდებლობა აქვს შენარჩუნებული აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. უზენაესი სასამართლოს წევრებს ირჩევს ეროვნული ასამბლეა პრეზიდენტის წარდგენილი სიიდან ექვსი წლის ვადით. ამ არჩეულ წევრებს შორის არის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელიც. უზენაესი სასამართლოს პრეროგატივაა დანიშნოს მოსამართლეები ადგილობრივ სასამართლოებში. მისი მართლმსაჯულება მიიჩნევა კონსტიტუციურად მხოლოდ "ყველა შემთხვევაში კანონის ძალით".

1990 წელს, სასამართლოს ორგანული კანონის დამტკიცებით, ეროვნულმა ასამბლეამ მოიწონა სასამართლოს რეფორმა. ჩამოროს მთავრობამ, რომელიც იყო ამ რეფორმის ინიციატორი უზენაესი სასამართლოს წევრები გაზარდა შვიდიდან ცხრა წარმომადგენლამდე. ამ ნაბიჯით ბოლო მოუღო სანდინისტას მთავრობის გავლენას სასამართლოზე. 1987 წელს სასამართლოს არჩეულ შვიდ წევრს უფლებამოსილების ვადა გასდიოდა 1993 წელს. 1990 წელს ჩამორომ სანდინისტას დანიშნული უზენაესი მოსამართლეც დაითხოვა და თავისთვის მისაღები კანდიდატურა წარადგინა. ნიკარაგუელი ანალიტიკოსების აზრით უზენაესი სასამართლოს წევრების შვიდიდან ცხრამდე გაზრდა მიზნად ისახავდა იმას, რომ მისი გადაწყვეტილებები მიღებულიყო კონსენსუსის საფუძველზე. არის სხვა მოსაზრებებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით შეიზღუდა სანდინისტას გავლენა სასამართლოზე, ან ისეთიც, რომელიც ამტკიცებს, ეს ნაბიჯი სულაც არ ემსახურებოდა სასამართლოს უნარიანობის გაზრდას, არამედ ისევ სხვა მთავრობის პოლიტიკური კონიუნქტურის დაქვემდებარების ქვეშ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]