ნიკარაგუის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკარაგუის გეოგრაფია
ნიკარაგუის რუკა
ფართობი
საერთო 129,494 კმ2
მიწა 120,254 კმ2
წყალი 9,240 კმ2
განედი 13 00' N
გრძედი 85 00'W
საზღვრები
ჰონდურასი 922 კმ
კოსტა-რიკა 309 კმ
სანაპირო ზოლი 910 კმ
საზღვაო აკვატორია
მომიჯნავე ზონა 24 საზღვაო მილი (44 კმ)
ტერიტორიული წყლები 12 საზღვაო მილი (22 კმ)
ნიკარაგუის რუკა
ნიკარაგუა სატელიტიდან მარტი 2003
ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები ნიკარაგუაში, 1979
ნიკარაგუის მიწის გამოყენების რუკა, 1979
ტოპოგრაფიული რუკა

ნიკარაგუა არის ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში, ჰონდურასსა და კოსტა-რიკას შორის, საზღვრავენ წყნარი ოკეანე და კარიბის ზღვა. იგი არის ყველაზე დიდი სახელმწიფო რეგიონში. ნიკარაგუა გადაჭიმულია 129 494 კმ²-ზე. ქვეყნის ფიზიკური გეოგრაფია იყოფა სამ ძირითად ზონად: წყნარი ოკეანის დაბლობი, ცენტრალური მარალმთიანეთი და კარიბის დაბლობი.

გეოგრაფიული კოორდინატები: 13°00′ ჩ. გ. 85°00′ დ. გ. / 13.000° ჩ. გ. 85.000° დ. გ. / 13.000; -85.000

რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყნარი ოკეანის დაბლობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყნარი ოკეანის დაბლობი გადაჭიმულია 75 კილომეტრზე ქვეყნის შიდა რაიონებიდან წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლამდე და ფონსეკას ყურიდან ნიკარაგუის ტბამდე. ტერიტორიის დიდი ნაწილი არის დაბლობი, გარდა ახალგაზრდა ვულკანებისა, რომელთა ნაწილი დღესაც მოქმედია. ამ მწვერვალების აღმოსავლეთით მდებარეობს დიდი კრისტალური ნაპრალები და ხეობები, რომლებიც ქმნიან ვიწრო და ღრმა დეპრესიებს, რომლებიც კვეთენ სამხრეთ აღმოსავლეთით ფონსეკას ყურიდან მდინარე რიო-სან-ხუანამდე.

ცენტრალური მაღალმთიანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამკუთხოვანი სივრცე, რომელიც ცნობილია, როგორც ცენტრალური მარალმთიანეთი მდებარეობს წყნარი ოკეანის დაბლობების ჩრდილო აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით. მთიანეთის უსწორმასწორო ზედაპირი იცვლება 900-დან 1, 800 მეტრის სიმაღლის მწვერავლებით, რომლებიც დაფარულია მუხისა და ფიჭვის შერეული ტყით. აღსანიშნავია, რამდენიმე მდინარე, რომლებიც მოედინებიან მთიანეთიდან და ჩაედინებიან დასავლეთით წყნარ ოკეანეში. შედარებით მშრალი დასავლეთის ფერდობები, ცენტრალური მთიანეთისა, დაცულია მწვერვალებით კარიბის ზღვიდან მოდენილი ტენიანი ქარებისგან.

სხვა ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფართობი:
    • საერთო-129,494 კმ2
    • ხმელეთი-120,254 კმ2
    • წყალი- 9,240 კმ2
  • კლიმატი: დაბლობში ტროპიკული, მაღლობში ცივი
    • მხარეები: ატლანტის სანაპიროს ვრცელი დაბლობები მაღლდება შიდა მთიანეთისკენ. წყნარი ოკეანის სანაპიროს ვიწრო ველებს ცვლის ვულკანები. ტბა ნიკარაგუა არის სიდიდით მეორე ტბა მთელს ლათინურ ამერიკაში.
  • უკიდურესი წერტილები:
    • უდაბლესი წერტილი: წყნარი ოკეანე 0 მ
    • უმაღლესი წერტილი: მოგოტონი 2,107 მ
  • ირიგაციური მიწა: 880 კმ2 (1993)
  • ბუნებრივი საფრთხე: დამანგრეველი მიწისძვრები, ვულკანები, მეწყერები და მოულოდნელი ქარიშხლები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]