ნიდერლანდის დედაქალაქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამის მოებანი და მერიის შენობა ამსტერდამში, XVII საუკუნის მეორე ნახევარი. გერიტ ბერკხეიდე
1588 წლიდან ნიდერლანდის მთავრობა მდებარეობს ჰააგაში. ბინენხოფი - ნიდერლანდის პარლამენტი

ნიდერლანდის დედაქალაქიამსტერდამი, მიუხედავად იმისა, რომ 1588 წლიდან ქვეყნის გენერალური შტატები და მთავრობა მდებარეობს ჰააგაში. 1815 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიხედვით, ამსტერდამის მიმდინარე ტიტულია ნიდერლანდის სამეფოს დედაქალაქი.[1]

ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთხელ 1808-1813 წლებში ჰოლანდიის სამეფოს არსებობის დროს მეფე ლუი ბონაპარტმა გამოაცხადა ამსტერდამი როგორც დედაქალაქად, ასევე მთავრობის რეზიდენციადაც. 1810 წელს საფრანგეთის პირველმა იმპერიამ მოახდინა ნიდერლანდის ანექსია და მეფე ჩაანაცვლა საფრანგეთის დანიშნულმა მთავრობამ. 1810-1813 წლებში ქალაქი გარკვეულწილად ინარჩუნებდა დედაქალაქის სტატუსს, რადგან ნაპოლეონმა იგი პარიზისა და რომის შემდეგ იმპერიის მესამე ქალაქად გამოაცხადა. 1813 წლის დეკემბერში ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ნიდერლანდის ტახტზე ავიდა ვილიამ I, რომელმაც მთავრობის რეზიდენცია ისევ ჰააგაში გადაიტანა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Dutch Wikisource. Grondwet voor het Koningrijk der Nederlanden (1815) (Dutch). წაკითხვის თარიღი: 2008-05-02.