ნიანგი (ჟურნალი)
ნიანგი — საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი სატირულ-იუმორისტული ჟურნალი. 1932 წლიდან გამოდიოდა მისი რეგიონალური გამოცემები, რომელთა შორის ასევე იყო ქართული ვერსიაც.
ქართული გამოცემა [რედაქტირება]
საქართველოში „ნიანგი“ გამოდიოდა თბილისში, 1932 წლის 3 ივნისიდან, თვეში 2-ჯერ (1924-1930 გამოდიოდა „ტარტაროზის“ სახელწოდებით როგორც გაზეთი „მუშის“ დამატება). 1931-იდან გამოდის „ნიანგის“ სახელწოდებით. ჟურნალი მოწოდებულია ამხილოს საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერი მოვლენები. ბეჭდავს სატირულ და იუმორისტულ ნაწარმოებებს, ნახატებსა და კარიკატურებს. თანამშრომლობენ ცნობილი ქართველი მწერლები, ჟურნალისტები, მხატვრები. სხვადასხვა დროს „ნიანგის“ რედაქტორებად მუშაობდნენ ს. თოდრია, ს. ეული (ქურიძე), გ. აბაშიძე, ვ. ჭელიძე, ნ. დუმბაძე, ზ. გემაზაშვილი, ზ. ბოლქვაძე და სხვები. ჟურნალის დამატება — „ნიანგის ბიბლიოთეკის“ სერია ყოველწლიურად გამოსცემდა სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებთა 12 კრებულს. 1981 წელს ჟურნალის ტირაჟი 150 ათასი ცალს შეადგენდა
შეფერხების შემდეგ, 1990-იან წლებში ჟურნალის გამოცემა განახლდა, მაგრამ მოგვიანებით შეწყდა. 2011 წლის ივნისში მისი გამოცემა კვლავ აღდგა.[1]
სქოლიო [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- გემაზაშვილი ზ., ქსე, ტ. 7, გვ. 407, თბ., 1984