ნიალისყურის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიალისყურის ქედი
კოორდინატები: 41°07′22″ ჩ. გ. 43°28′26″ ა. გ. / 41.123028° ჩ. გ. 43.474139° ა. გ. / 41.123028; 43.474139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარე
არტაანის პროვინცია
შირაკის პროვინცია
უმაღლესი წერტილი უჩთაფალარი
სიმაღლე 3011 
ნიალისყურის ქედი — საქართველო
ნიალისყურის ქედი
ნიალისყურის ქედი — ამიერკავკასია
ნიალისყურის ქედი

ნიალისყურის ქედი, ჩრდილის ქედი, ჩილდირის ქედი – სუბგანედური ვულკანური ქედი საქართველოს (სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში), თურქეთის (არტაანის პროვინციაში) და სომხეთის (შირაკის პროვინციაში) სახელმწიფო საზღვარზე. მდებარეობს ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილში. უმაღლესი ადგილია მწვერვალი უჩთაფალარი (3011 მ). აგებულია მიო-პლიოცენური ანდეზიტური ქანებით. აქვს განიერი თხემი და სუსტად დანაწევრებული დამრეცი კალთები. ნიალისყურის ქედის ქვემო კალთები შემოსილია მთის შავმიწისებრ ნიადაგებზე განვითარებული მდელოებით, შუა — მთის მდელოს ნიადაგებიანი სუბალპური მდელოებით, ზემო კალთები და თხემი — მდელოს ტორფიან-კორდიან ნიადაგებზე განვითარებული ალპური ბალახეულობით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]